ექსპერტთა მსურველებმა გთხოვთ წარმოადგინოთ ელექტრონული განაცხადი (ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენაზე, სამოტივაციო წერილი) შემდეგ მისამართზე info@eppm.org.ge. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ექსპერტობის კატეგორია, რომელზედაც აკეთებთ განაცხადს.
ზოგადი განათლების ექსპერტთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
გ) ზოგადი განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის № 99/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება;
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
პროფესიული განათლების ექსპერტთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება (აღნიშნული მოთხოვნა არ ატარებს სავალდებულო ხასიათს პროფესიული ნიშნით ექსპერტის შერჩევისას, თუ დარგის სპეციალისტის კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით);
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით ან დარგის სპეციალისტის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით;
გ) პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანება;
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
დ) კომპიუტერული უნარების ქონა;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
უმაღლესი განათლების ექსპერტთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ხოლო, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი ნაწილის ექსპერტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან იყოს დოქტორანტი და ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში, განხორციელებასა და განვითარებაში მონაწილეობის გამოცდილება და/ან კვლევის განხორციელებისა და/ან კვლევითი პროექტების მართვის გამოცდილება. აღნიშნული მოთხოვნა არ ეხება დამსაქმებლის და სტუდენტის კვოტით განსაზღვრულ ექსპერტთა კორპუსის წევრებს;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის კონკრეტული მიმართულების სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
დ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)“ 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა, ბოლონიის პროცესის შესახებ ზოგადი ცოდნა და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანება;
შესაბამისი სფეროს დარგობრივი მახასიათებლები.
ე) კომპიუტერული უნარების ქონა;
ვ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ზ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
თ) ინგლისური ენის ცოდნა.
დამსაქმებელთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით ექსპერტს შეიძლება ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მუშაობის გამორჩეული გამოცდილება;
ბ) სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ექსპერტთა კორპუსში შეყვანის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
დ) ინგლისური ენის ცოდნა
ე) სასურველია დამსაქმებელ ექსპერტს ჰქონდეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
ვ) დამსაქმებელ ექსპერტს არ მოეთხოვება ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში შეყვანის დროისთვის განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა.
უმაღლესი განათლების ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) განათლების სფეროში ექსპერტული, საკონსულტაციო, სწავლების, ადმინისტრირების ან/და კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება ან უცხოურ ხარისხის უზრუნველყოფის განმახორციელებელ ინსტიტუციებთან ინსტიტუციური/პროგრამული შეფასების ექსპერტის რანგში თანამშრომლობის გამოცდილება;
ბ) ინგლისური ენის ცოდნა;
გ) საერთაშორისო ექსპერტს არ მოეთხოვებათ ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში შეყვანის დროისათვის განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა.
უმაღლესი განათლების ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) სტუდენტის სტატუსის ქონა;
ბ) მაღალი აკადემიური მოსწრება;
გ) სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა;
დ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)“ 2015 წლის დოკუმენტისა და განათლების სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ვ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
თ) ინგლისური ენის ცოდნა (აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტისთვის – სასურველია ინგლისური ენის ცოდნა).
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ექსპერტთა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნობრივ დისციპლინებში ან ფსიქოლოგიაში, ან პედაგოგიკაში;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების, მასში მიმდინარე პროცესებისა და სპეციფიკის ცოდნა, რაც დასტურდება შესაბამისი სამუშაო გამოცდილებით;
გ) პროგრამის/ტრენინგ-მოდულის შემუშავებისა და განვითარების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
დ) მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება;
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება;
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილება;
ე) კომპიუტერული უნარების ქონა;
ვ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ზ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევისას ინსტიტუტი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი/განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.