თავისუფალი ხმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში!
ინსტიტუტის კონტრიბუცია განათლების სისტემის განვითარებაში
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, განათლების სექტორში მოქმედი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზააციაა. 2002 წელს, განათლების სისტემის რეფორმის გატარების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, განათლებისა და კვლევის ექსპერტების მიერ დაარსდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.
ინსტიტუტი არის პირველი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლიც ფოკუსირებულია უშუალოდ განათლების პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ინსტიტუტი მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული განათლების რეფორმის მხარდაჭერასა და არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკისაგან განსხვავებული ალტენატივების შექმნას.
ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, საზოგადოებასთან დიალოგისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით. მისი მიზანია შექმნას პლატფორმა, როემლიც რეფორმის მიზნებისავის ერთმანეეთთან დააკავშირებს საზოგადოებასა და კანონმდებლებს, განათლების სფეროში ჩართულ სახვადასხვა მხარეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, სკოლის მმართველ საბჭოებსა და ადმინისტრაციას, მშობლებსა და სტუდენტებს, რომლებიც დემოკრატიული და ღია საზოგადოების პრინციპების მიხედვით ითანამშრომლებენ რეფორმის განხორციელების პროცესში.
განათლების სისტემის განვითარებისათვის და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნის უზრუნველსაყოფად, ინსტიტუტი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:
ინსტიტუტის შესაძლებლობები
წევრობა
ინსტიტუტი არის ისეთი ადგილობრივი, რეგიონალური (კავკასიის რეგიონი) და საერთაშორისო ქსელში ჩართული ორგანიზაცია, როგორიც არის:
საკონტაქტო ინფომაცია:
ბაზალეთი ქ. თბილისი 0179, საქართველო
ტელ: +995 32 2234433
machabeli@eppm.org.ge