თამარ სანიკიძე
თამარ სანიკიძე არის სახელმწიფო (საჯარო) მმართველობის მაგისტრი და ფილოლოგიის ბაკალავრი ანგლისტიკის სპეციალიბით. აგრეთვე აქვს ფინანსების მართვის ცოდნა და გამოცდილება. 1998 წლიდან მისი სამუშაო გამოცდილება უკავშირდება, როგორც კერძო, ასევე საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც მას სხვადასხვა მმართველი და აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა. 2009 წლიდან აქტიურად ერთვება განათლების სექტორში. თამარ სანიკიძე ეწეოდა, როგორც სასწავლო (სალექციო) ასევე საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ოთხი წლის განმავლობაში მას ეკავა წამყვანი მმართველობითი პოზიცია საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტში. 2012–2013 წლებში თამარ სანიკიძეს ეკავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია, ხოლო 2013––2016 წლებში გახლადთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის სექტემბრამდე თამარი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ხოლო 2017 წლიდან დღემდე ჩართულია უმაღლესი განათლების განვითარებაში, როგორც ერაზმუს პლუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (SPHERE Erasmus +, CoE). 2018 წლის ოქტომრიდან თამარი შეუერთდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტსის (EPPM) გუნდს, ხოლო 2018 წლის ნოემბერში მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული იქნა ინსტიტუტის პრეზიდენტად.