გიორგი მაჩაბელი
დოქტორი გიორგი მაჩაბელს საზოგადოებრივ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე მუშაობის სოლიდური სამუშაო გამოცდილება გააჩნია. 2003 წლიდან 2014 წლამდე და 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში, თავიდან როგორც პროგრამების მენეჯერი, ხოლო შემდგომ, როგორც აღმასრულებელი დირექტორი. 2014-2018 წლებში მას ეკავა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. მას გააჩნია საქართველოს განათლების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის 10 წლიანი (1992-2002) გამოცდილება და იგი ასრულებდა საქართველოს წარმომადგენლის ფუნქციას ევროპის საბჭოს ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების კომიტეტებში.
მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, გიორგი მაჩაბელმა დიდი გამოცდილება დააგროვა განათლების პოლიტიკის ანალიზსა და კვლევაში, განათლების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების, საჭიროებების შეფასებისა და განხორციელების მონიტორინგის, სტრატეგიული მენეჯმენტის, თვითშეფასების, ადამიანური რესურსებისა და პროექტების მართვის, ფინანსურ მენეჯმენტსა და ფონდების მოძიების მიმართულებით. აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემების საერთაშორისო კონვენციებთან ინტეგრირების ხარისხის შეფასებებში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საერთაშორისო, რეგიონული და ქვეყნების მასშტაბის საგანმანათლებო პროექტები და პროგრამები.