• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  •  

    თავისუფალი ხმა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში!

     

    ინსტიტუტის კონტრიბუცია განათლების სისტემის განვითარებაში  

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, განათლების სექტორში მოქმედი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზააციაა. 2002 წელს, განათლების სისტემის რეფორმის გატარების გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, განათლებისა და კვლევის ექსპერტების მიერ  დაარსდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.

    ინსტიტუტი არის პირველი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლიც ფოკუსირებულია უშუალოდ განათლების პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობასა და განვითარებაზე. ინსტიტუტი მიზნად ისახავს კვლევაზე დაფუძნებული განათლების რეფორმის მხარდაჭერასა და არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკისაგან განსხვავებული ალტენატივების შექმნას.

    ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელებას, საზოგადოებასთან დიალოგისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით. მისი მიზანია შექმნას პლატფორმა, როემლიც რეფორმის მიზნებისავის ერთმანეეთთან დააკავშირებს საზოგადოებასა და კანონმდებლებს, განათლების სფეროში ჩართულ სახვადასხვა მხარეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს, სკოლის მმართველ საბჭოებსა და ადმინისტრაციას, მშობლებსა და სტუდენტებს, რომლებიც დემოკრატიული და ღია საზოგადოების პრინციპების მიხედვით ითანამშრომლებენ რეფორმის განხორციელების პროცესში.

    განათლების სისტემის განვითარებისათვის და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნის უზრუნველსაყოფად, ინსტიტუტი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:

    • აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისათვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის  მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შეთავაზება, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება არსებული პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასებას, კვლევასა და ანალიზს. შესაბამისი საკანონდებლო ინიციატივების შემუშავება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა
    • მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციებისა და სტრატეგიების შემუშავება, შემდგომში მათი ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწობის მიზნით. საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

     

    ინსტიტუტის შესაძლებლობები

    • კვალიფიციური და მოტივირებული პროფესიონალთა გუნდი
    • განათლების კვალიფიციურ ექსპერტთა შემადგენლობა, რომელიც ფარავს განათლების ყველა ქვესისტემას და თემატიკას
    • ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორობა
    • სათანადოდ მომზადებული ტრენერებისა და კონსულტანტების კორპუსი

     

    წევრობა

    ინსტიტუტი არის ისეთი ადგილობრივი, რეგიონალური (კავკასიის რეგიონი) და საერთაშორისო ქსელში ჩართული ორგანიზაცია, როგორიც არის:

    • განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი
    • სამხრეთ კავკასიის პედაგოგიური უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „პრომეთეოსი“
    • კოალიცია „განათლება ყველასათვის“

     

    საკონტაქტო ინფომაცია:

    ბაზალეთი ქ. თბილისი 0179, საქართველო

    ტელ: +995 32 2234433

    www.eppm.org.ge

    machabeli@eppm.org.ge