• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • Archives for სიახლეები

    საერთაშორისო კვლევა „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში – კორუფციული რისკების გამოვლენა პედაგოგების დაქირევაბის პრაქტიკაში“

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, საერთაშორისო პროექტის, „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“, ფარგლებში დაიწყო კვლევითი კომპონენტის განხორციელება. კვლევის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე, კორუფციული რისკების გამოვლენა, ანალიზი და აღმოფხვრის გზების დასახვა. კვლევა ფოკუსირებულია პედაგოგების დაქირევაბის პრაქტიკაში არსებული ხარვეზების, კორუფციული ფაქტებისა და რისკების (ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და სხვა) იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე.

    კვლევა ეფუძნება INTES მეთოდოლოგიას და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს, რომელიც, OECD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტი-კორუფციოული ქსელისათვის შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა.

    კვლევა ხორციელდება ხარისხობრივი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს მონაცემების შეგროვებას სამაგიდე კვლევის, ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით. კვლევა ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვების, მონაცემთა ანალიზისა და კვლევის ანგარიშის მომზადების ეტაპებს. დაგეგმილია კვლევის შედეგების განხილვა-გავრცელების ღონისძიებები.

    პარალელურად, ანალოგიური კვლევები განხორციელება კიდევ ოთხ ქვეყანაში. შედეგების შეჯამება მოხდება შედარებითი ანალიზის სახით, რომელსაც განახორციელებს განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრი.

    კვლევა დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს განათლებაში გამოავლინონ კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და დასახონ აღმოფხვრის გზები საგანმანათლებლო დაწესებულებების შიგნით და პროფესიულ გარემოში.

    Read more

    „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“ – ფაზა I

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტში – „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“. პროექტის ხალგრძლივობაა ერთი წელი. მისი ორგანიზატორები არიან განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრი. საქართველოსთან ერთად, პროექტში მონაწილეობს სამი ქვეყანა.

    პროექტის მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში განათლების სისტემაში კორუფციის რისკების შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. პროექტი შექმნის ნიადაგს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ცოდნისა და გამოცდილების და ასევე, ადგილობრივად განხორციელებული კეთილსინდისიერების შეფასების შედეგების გაზიარებისთვის. შეფასება ეფუძნება INTES მეთოდოლოგიას და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს, რომელიც შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა OECD-ის ანტი-კორუფციოული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ფარგლებში.

    პროექტი დაეხმარება ქვეყნებს დაადგინონ თუ როგორ დაამრცხონ კორუფცია განათლების მონაწილე და დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით რათა მათ შეძლონ კეთილსინდისიების გამოწვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებების შიგნით და პროფესიულ გარემოში.

    პროექტი განხორციელდება განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის ოპერაციული და კვლევითი პარტნიორობით და შედგება ოთხი ეტაპისაგან: ტრენინგი, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშის მომზადება, შედეგების გავრცელება.

    პროექტის პირველი ეტაპი – ტრენინგი ჩატარდა ქ. ბელგრადში, სერბეთში. ტრენინგს დაესწრნენ წარმომადგენლები ოთხივე ქვეყნიდან. ტრენინგისას მონაწილეებს გააცნეს თუ როგორ ხდება კეთილსინდისიერების შეფასება, როგორ უნდა შევაგროვოთ პირველადი მონაცემები განათლების დაინტერესებული მხარეების კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში მონაწილეობის შესახებ, იმ სისტემური პირობების შესახებ რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნულ დარღვევებს, და როგორ უნდა გავააანალიზოთ აღნიშნული მონაცემები პოლიტიკის და/ან კვლევის მიზნებისთვის.

    Read more

    ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის

    2019 წლის სექტემბრიდან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტის ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი  განვითარებისათვის განხორციელება.

    პროექტის საკვანძო თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენს.

    პროექტის მიზანია საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვადებულებების შესრულების პროცესში.

    პროექტის ფარგლებში დადგინდება განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და განისაზღვრება თუ რა გავლენა ექნება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას საქართველოს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებზე. დაინერგება ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების თანამონაწილეობითი მექანიზმები.

    პროექტი განხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტის განხორციელება იგეგმება თბილისში, სამცხე ჯავახეთში, კახეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.

    Read more

    პოლიტიკის მე–4–ე ფორუმი: იდეებიდან მოქმედებამდე, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის ხელშეწყობისათვის

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა დ მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის მე-4 ფორუმსა და კონფერენციაში “ინკლუზიური განათლება ყველასათვის: იდეებიდან მოქმედებამდე”, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართა. სხვადასხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გადაწყვეტილების მიმღებებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა, განიხილეს განათლების სისტემების შესაძლებლობები ყველა მოსწავლის/სტუდენტის საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების შესაძლებლობების გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისათვის და საგანმანათლებლო სისიტემების განვითარება ჩართულობის ხარისხის ამაღლებით. მონაწილეებმა დასახეს ერთობლივი გეგმები ადვოკატირების მიმართულები. განხილვების დროს ხაზი გაესვა ქვეყნების მიერ განთლების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განითარებას და აღსრულებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაეროს მდრადი განვითარებისა და განათლების საერთო ევროპულ სივრცის მიზნების მიღწევას.

    ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნების განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების 130 წარმომადგენელმა, მათ შორის  სკოლებმა 33 ქვეყნიდან. განიხილეს გზები და საშუალებები, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით,  უზრუნველყოფს სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას.

    Read more

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განახორციელა, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

    საკითხის შესწავლა განხორციელდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 8 აპრილის პერიოდში.  შესწავლის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 6 იანვრიდან 8 აპრილამდე პერიოდს. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში, რომლებიც ეხება ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების,  საერთაშორისო მობილობის ზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას.

    კვლევიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის  – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) შესრულების პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. კანონით განსაზღვრული არც ერთი ნორმატიული დოკუმენტი არ არის დამტკიცებული, რაც მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე.

    კვლევაში მოცემულია ინსტიტუტის რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც უზრუნველყოფს მომავალში კანონდარღვევის რისკის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.

    კვლევის დოკუმენტი

    Read more

    ინსტიტუტს ახალი წევრები შემოუერთდნენ

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის
    გამგეობის გადაწყვეტილებით ინსტიტიტს ჰყავს ახალი წევრები – ნათელა
    სახოკია და გიორგი ემინაშვილი. ინსტიტუტი მიესალმება ახალი წევრების
    შემოერთებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ინსტიტუტის შესაძლებლობებს და
    უსურვებს მათ წარმატებას.
    ინსტიტუტის წევრების შესახებ ინფომაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

    ინსტიტუტის წევრები

     

    Read more

    გიორგი მაჩაბელი „არ გვყოფნის მოთმინება, რომ განათლების პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვის პროცესები დავიწყოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“ – ინტერვიუ განათლების პოლიტიკის დაგაგმვისა და მართვის საერთაშირისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშირისო ინსტიტუტის მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის – „განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა“ კვალდაკვალ, საგანმანათლებლო ვებ-გვერდი edu.aris.ge აქვეყნებს ინტერვიუს ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ გიორგი მაჩაბელთან, სადაც კვლევის ავტორი საუბრობს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს სახელმწიფოს მიერ განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, არასისტემური მიდგომების გამოყენებაზე, პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებების დაბალ კომპეტენციებზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე.

    შეგახსენებთ, რომ განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი მისიის ფარგლებში, საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა კვლევა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.). შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში.

    ინტერვიუს სრული ტექსტი

    Read more

    განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი მისიის ფარგლებში, საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა კვლევა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.). შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში.

    READ MORE

     

    Read more

    შეხვედრა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“

    ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლა
    საინფორმაციო შეხვედრას „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის
    საერთაშორისო ინსტიტუტის“ პრეზიდენტთან – თამარ სანიკიძესთან და წევრებთან.
    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის
    მისიაა, სხვადასხვა კვლევებითა და ანალიზით, ხელი შეუწყოს საქართველოში
    განათლების რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაეყრდნობა ღია
    საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს.
    შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესების
    შესახებ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება,
    სახელმწიფოს მიერ რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე
    ღონისძიებების ანალიზი.
    შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და ახალი
    სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელთა ათვისების შედეგად კერძო
    სექტორს ბევრი კვალიფიციური კადრი შეემატება, რაც, თავისთავად, ბიზნესის
    განვითარებას შეუწყობს ხელს.
    განხილული იქნა კურსდამთავრებულთა სხვადასხვა სექტორში დასაქმების
    მაჩვენებლები, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე, რეფორმის
    კვალდაკვალ, საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესის წარმომადგენლებს მიეწოდათ
    ინფორმაცია პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართვის გზებთან და
    მექანიზმებთან დაკავშირებით. განხილული იქნა კერძო და საჯარა
    პარტნიორობის მოდელები და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
    შესაბამისად მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით დამსაქმებელთა კიდევ
    უფრო დაინტერესებისა და გააქტიურების პერსპექტივები.

    Read more

    ინსტიტუტმა ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი შეიმუშავა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი პროექტებსა და მომსახურებას საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახორციელებს მაღალი რანგის, კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. ამ მიზნით ინსტიტუტი ავითარებს ექსპერტთა კორპუსს, რომლის წევრებსაც ირჩევს, მართავს და აფასებს ინსტიტუტის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესითა და პროცედურებით.

    ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის მიზნებია:

    ა) ინსტიტუტის მიერ პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებისას თანმიმდევრული და სამუშაოს შესრულების ხარისხის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, აგრეთვე ექსპერტთა საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

    ბ) ინსტიტუტის მიერ საგანმანათლებლო და სხვა სერვისების მიწოდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევისთვის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და პროცედურის ჩამოყალიბებით;

    გ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად, ობიექტური და განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

    დ) ევროპასთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების და მათი შესრულების შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური და ექსპერტული საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა;

    ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ მიერ განხორციელებული პროგრამების, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით

    დოკუმენტი განსაზღვრავს განათლების სხვადასხვა ქვესისტემებში (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების), პროექტებსა და მომსახურებაში ჩართულ ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სტუდენტი და დამსაქმებელი ექსპერტების ჩართულობას.

    წესის თანახმად განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი იწვევს ექსპერტობის მსურველებს.  ექსპერტთა კორპუსის წევრებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებში და სხვადასხვა ღონისძიებებში.

    ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფომრაცია განთავსებულია ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.eppm.org.ge . დეტალებთან დაკავშირებით  ინფომრაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ  მისამართზე: info@eppm.org.ge ან დაგვირეკეთ 032 2 234433

    Read more