• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • პროექტები

    „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“ – ფაზა I

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტში – „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“. პროექტის ხალგრძლივობაა ერთი წელი. მისი ორგანიზატორები არიან განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრი. საქართველოსთან ერთად, პროექტში მონაწილეობს სამი ქვეყანა.

    პროექტის მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში განათლების სისტემაში კორუფციის რისკების შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. პროექტი შექმნის ნიადაგს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ცოდნისა და გამოცდილების და ასევე, ადგილობრივად განხორციელებული კეთილსინდისიერების შეფასების შედეგების გაზიარებისთვის. შეფასება ეფუძნება INTES მეთოდოლოგიას და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს, რომელიც შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა OECD-ის ანტი-კორუფციოული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ფარგლებში.

    პროექტი დაეხმარება ქვეყნებს დაადგინონ თუ როგორ დაამრცხონ კორუფცია განათლების მონაწილე და დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით რათა მათ შეძლონ კეთილსინდისიების გამოწვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებების შიგნით და პროფესიულ გარემოში.

    პროექტი განხორციელდება განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის ოპერაციული და კვლევითი პარტნიორობით და შედგება ოთხი ეტაპისაგან: ტრენინგი, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშის მომზადება, შედეგების გავრცელება.

    პროექტის პირველი ეტაპი – ტრენინგი ჩატარდა ქ. ბელგრადში, სერბეთში. ტრენინგს დაესწრნენ წარმომადგენლები ოთხივე ქვეყნიდან. ტრენინგისას მონაწილეებს გააცნეს თუ როგორ ხდება კეთილსინდისიერების შეფასება, როგორ უნდა შევაგროვოთ პირველადი მონაცემები განათლების დაინტერესებული მხარეების კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში მონაწილეობის შესახებ, იმ სისტემური პირობების შესახებ რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნულ დარღვევებს, და როგორ უნდა გავააანალიზოთ აღნიშნული მონაცემები პოლიტიკის და/ან კვლევის მიზნებისთვის.

    ______________________________________________________________________________________

    პოლიტიკის მე–4–ე ფორუმი: იდეებიდან მოქმედებამდე, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა სოციალური ერთიანობისა და თანასწორობის ხელშეწყობისათვის

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა დ მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის მე-4 ფორუმსა და კონფერენციაში “ინკლუზიური განათლება ყველასათვის: იდეებიდან მოქმედებამდე”, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართა. სხვადასხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გადაწყვეტილების მიმღებებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა, განიხილეს განათლების სისტემების შესაძლებლობები ყველა მოსწავლის/სტუდენტის საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების შესაძლებლობების გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისათვის და საგანმანათლებლო სისიტემების განვითარება ჩართულობის ხარისხის ამაღლებით. მონაწილეებმა დასახეს ერთობლივი გეგმები ადვოკატირების მიმართულები. განხილვების დროს ხაზი გაესვა ქვეყნების მიერ განთლების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განითარებას და აღსრულებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაეროს მდრადი განვითარებისა და განათლების საერთო ევროპულ სივრცის მიზნების მიღწევას.

    ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნების განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და  საზოგადოებრივი ორგანიზაციების 130 წარმომადგენელმა, მათ შორის  სკოლებმა 33 ქვეყნიდან. განიხილეს გზები და საშუალებები, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით,  უზრუნველყოფს სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი

    საკითხის შესწავლა განხორციელდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 8 აპრილის პერიოდში.  შესწავლის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 6 იანვრიდან 8 აპრილამდე პერიოდს. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში, რომლებიც ეხება ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების,  საერთაშორისო მობილობის ზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას.

    პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი

    __________________________________________________________________________________

    განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი მისიის ფარგლებში, საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა კვლევა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.). შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში.

    პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი

    ______________________________________________________________________________

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტში მონაწილეობა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” წევრის სტატუსით მონაწილეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანადამფუძნებლები არიან კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილია განათლების სამინისტროს მიერ. პროექტი დაფინანსებულია კერძო ფონდის მიერ. (მეტი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე www.tprize.ge)

    ________________________________________________________________________________________

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტირება მასწავლებელტა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზებაში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით, განახორციელეს საკონსულტაციო მომსახურება. საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციისათვის ახალი პოლიტიკის და პრაქტიკის შემუშავებასა და დანერგვას.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კონსულტირება ტრენინგების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვაში.

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, განახორციელეს საკონსულტაციო მომსახურება. საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებდა ტრენინგების მართვის ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვას.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიის შემუშავებაში. 2015

    ინსტიტუტის ექსპერტები მონაწილეობდნენ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2020 წლების სტრატეგიის შეუშავებაში, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მონაწილეობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სტრატეგიის შემუშავებაში. 2015

    ინსტიტუტის ექსპერტები ჩართულნი იყვნენ  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამწლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში. ექსპერტთა ჯგუფმა, ასევე შეიმუშავა პროცესების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის შემუშავებაში. 2014

    საკონსულტაციო ჯგუფის ფარგლებში ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის წევრმა მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014-2020 წლების ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებაში. დამატებითი ინფორმაცია

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მონაწილეობა პროექტში – ზოგადი განათლების დაფინანსების ანალიზი საქართველოში. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: EFA 2015, დონორი: EFA

    კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველომ”, რომლის აქტიური წევრია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, წამოიწყო კამპანია “აირჩიე განათლება”, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მხრიდან განათლების პრიორიტეტულობის აღიარებას. კამპანიის ფარგლებში დამუშავდა სისტემის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიმოხილვა. ბროშურის სახით გამოიცა “ზოგადი განათლების დაფინანსება საქართველოში”. (იხილეთ ბმული)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მის პო­ლი­ტი­კა გა­ნათ­ლე­ბა­ში. პროექტის წამყვანი ორგანიზაცია: EFA, 2015, დონორი: EFA

    კოალიცია “განათლება ყველასათვის-საქართველომრომლის აქტიური წევრია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, კამპანია “აირჩიე განათლება” ფარგლებში გაანალიზა დიფერენცირებული მიდგომის პოლიტიკა განათლებაში. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულში)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    კვლევა “სამეურვეო საბჭოები საქართველოში”. 2014, დონორი: EFA

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კოალიციის “განათლება ყველასათვის-საქართველო” ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში განახორციელა საქრთველოში სამეურვეო საბჭოების შესახებ კვლევა.

    კვლევის ანგარიში

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    კვლევა უმაღლესი განათლების გავლენის შესახებ სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

    2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში. პროექტის მიზანია, გააფართოვოს არსებული ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ტენდენციების ურთიერთკავშირის შესახებ უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმის კონტექსტში და შეიმუშავოს რეკომენდაციები უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდისათვის.

    ინფორმაცია პროექტის შესახებ

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    თემის მობილიზაციის მოდელის დანერგვა ბუნების დაცვის საკითხების ირგვლივ

    პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოსდაცვით სფეროში ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებაზე საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების მობილიზების და ინფორმირებულობის მექანიზმების ჩამოყალიბებას და შემუშავებული მექანიზმების პრაქტიკული მდგრადობის უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონში და იგი ითვალისწინებს შერჩეული რეგიონების 10 სკოლის სამეურვეო საბჭოების, როგორც თემის შემკავშირებელი რგოლის როლის გაზრდას ადგილობრივი თემების მობილიზებაში მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისათვის. აგრეთვე, გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ საინფორმაციო და ადვოკატირების კამპანიების ფორმატის ჩამოყალიბებას. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო თბილისში. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე.

    ინფორმაცია პროექტის შესახებ

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში

    პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის შესწავლას, მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს და შედეგების შეფასებას. კვლევის შედეგად შემუშავდება რეპეტიტორობის პრაქტიკის რეგულირებისათვის საჭირო რეკომენდაციები. პროექტს აფინანსებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეგმენტის ინსტიტუტი. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    ხელმისაწვდომობა და თანაბარუფლებიანობა საქართველოს განათლების სისტემაში

    პროექტის მიზანია შეისწავლოს თუ რამდენად უწყობს ხელს მიმდინარე რეფორმები განათლების ყველა საფეხურზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდას ადგილნაცვალი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის, თუ რა მოცულობით ითვალისწინებს წარმოებული პოლიტიკა არსებულ რეალობებს პრაქტიკაში და რა მოთხოვნილებების უზრუნველყოფაა საჭირო ახლო და საშუალო პერიოდის პერსპექტივებში. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011 წლის ივლისი-დეკემბერი.

    პროექტის ანგარიში

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    კერძო რეპეტიტორობის ფენომენი (ფაზა 2)

    პროექტის აღწერა: პროექტი ეყრდნობა წინა პროექტის “კერძო რეპეტიტორობის მონიტორინგი” შედეგებს და გვთავაზობს შემდგომ პლათფორმას ფენომენის კიდევ უფრო ღრმად გააზრებისათვის, ალტერნატიული პოლიტიკის გამომუშავებისა და აქტიური ადვოკატირებისათვის. კვლევის პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციების დაფიქსირებაზე კერძო რეპეტიტორობის საკითხთან დაკავშირებით და

    ამ მხარეებთან თანამშრომლობით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაზე ფენომენის რეგულირებისათვის. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2009-2010 წწ.

    ანგარიში (ქართ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია განათლებაში ახალი გამოწვევების ფონზე .

    პროექტის მიზნებია: ნაციონალური ფორუმის ორგანიზება სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით და განათლებაში ახალი გამოწვევების განხილვა. ასევე, ინსტიტუტის მიერ განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა; ადვოკატირებისა და ინფორმაციის გაცვლის კამპანიების სისტემატიზაცია და ამ მიზნით არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართვა განათლების რეფორმის შუალედური შედეგების განხილვაში. პროექტს აფინანსებს განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელი და მისი განხორციელების პერიოდია 2011 წლის თებერვალ- მაისი.

    საბოლოო ანგარიში (ინგლ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    საგამოცდო ცენტრების შედარებითი ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ტაჯიკეთისათვის

    პროექტის მიზანია იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ხელს უშლიან, ან აფერხებენ ნაციონალური საგამოცდო ცენტრების მიერ მათთვის დასახული სამი ძირითადი მიზნის განხორციელებას. ეს სამი ძირითადი მიზანია: 1) მოსწავლეთა შეფასების ტრანსფარენტული და სამართლიანი სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; 2) შეფასების სისტემის გამოყენება სწავლების ხარისხის ასამაღლებლად; 3) თანასწორუფლებიანობის მიღწევა. პროექტი ითვალისწინებს რეგიონში ანალოგიური სტრუქტურების განვითარების გამოცდილების გაზიარებას და ოთხი ქვეყნის მაგალითზე (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და ყირგიზეთი) შესაბამისი ინფორმაციისა და აკუმულირებული გამოცდილების გამოყენებას ტაჯიკეთის ნაციონალური საგამოცდო ცენტრის დაფუძნებისათვის. პროექტს აფინანსებს ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. პროექტის განხორციელების პერიოდია 2010 წლის აპრილი- სექტემბერი.

    პროექტის ანგარიში (ინგლ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    განათლების სფეროში მშობელთა არაფორმალური გადასახადების კვლევა

    პროექტის აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს განათლების სფეროში მშობელთა არაფორმალურ გადასახადების კვლევას. კვლევა ყურადღებას ამახვილებს არაფორმალური გადასახადების ინტენსივობასა და სტრუქტურაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში – კერძო შენატანის საჭიროებებსა და ფორმებზე; კერძო დაფინანსების წილზე განათლებაში; ფინანსური შემოწირულობების ადმინისტრირებისა და აღრიცხვის საკითხებზე. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2007-2009 წწ.

    სტატია (ქართ.)

    პროექტის ანგარიში (ინგ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    დევნილთა ინტეგრაცია განათლების სფეროში

    პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა სკოლების წარმომადგენელთა ჩართვას დევნილთა პრობლემების მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის განათლების კომპონენტის სამოქმედო გეგმის/პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში. დონორი: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში. განხორციელების პერიოდი: 2007-2008 წწ.

    პროექტის აღწერა

    პროექტის ანგარიში (ინგ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    სკოლების მართვის დეცენტრალიზაციის ხარისხის კვლევა

    პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო დეცენტრალიზაციის (სკოლების ავტონომიურობა, მართვა და რესურსცენტრები) რეფორმის მიმდინარეობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განხორციელების პერიოდი: 2008 წლის ივნისი-ნოემბერი.

    კვლევის ანგარიში (ქართ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    უმაღლესი განათლების რეფორმის შედეგების კვლევა

    პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო ბოლონიის პროცესში არსებული ინდიკატორების შესაბამისად (Bologna Process Template for National Reports, 2008; Stocktaking Report) ინსტიტუციურ დონეზე უმაღლესი განათლების რეფორმის ეფექტურობის დონის განსაზღვრა და უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განხორციელების პერიოდი: 2008 წლის ოქტომბერი-დეკემბერი.

    კვლევის ანგარიში  – ქართულადინგლისურად.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასწავლებელთა ინფორმირებულობისა და განწყობა-დამოკიდებულობის კვლევა

    პროექტის აღწერა: კვლევის ძირითადი მიზანი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ინფორმირებულობisa და განწყობა-დამოკიდებულებis შეისწავლა. დონორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. განხორციელების პერიოდი: 2009 წლის მაისი-აგვისტო.

    კვლევის ანგარიში  – ქართულადინგლისურად.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    ტრენინგ კურსები და კონსულტაციები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ინსტიტუციონალურ მენეჯმენტში

    ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს ტრენინგ კურსებისა და კონსულტაციების ჩატარებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალისათვის შემდეგ მოდულებში: “ECTS – კრედიტების დაგროვების ევროპული სისტემა”; “ხარისხის უზრუნველყოფის (QA) სისტემა”; “კურიკულუმის შემუშავება”; “ინსტიტუციური და აკადემიური კადრების მენეჯმენტი”; “უწყვეტი განათლება უნივერსიტეტში (UCE) – მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის (LLL) კონტექსტში”; “პროექტების შემუშავება”; “ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპები”; “როგორ დავწეროთ სილაბუსი”.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    “განათლების რეფორმის ეფექტურობის გაზრდა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თვითმმართველობის მექანიზმების დამკვიდრების გზით”

    პროექტის აღწერა: პროექტის მიზანი იყო, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დონეზე ინსტიტუციური მენეჯმენტის ხარისხიანი სისტემის დამკვიდრება, რაც ითვალისწინებდა სკოლის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოების წევრებისათვის შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას მონაწილეობით დაგეგმვაში, გადაწყვეტილებების მიღების ტრანსფარენტულობასა და ანგარიშვალდებულებებში, ასევე ბიუჯეტირების თანამედროვე პროცესებში. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2005-2008 წწ.

    კვლევის ანგარიში  – ქართულადინგლისურად.

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    კერძო რეპეტიტორობის მონიტორინგი

    ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და განათლების მხარდამჭერი პროგრამის ფინანსური ხელშეწყობით ინსტიტუტმა განახორციელა კერძო რეპეტიტორობის დინამიკის შესწავლა საქართველოში. შესწავლილი იქნა კერძო მომზადების სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები, გაანალიზდა ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ და განაპირობებენ მოთხოვნას კერძო რეპეტიტორობაზე. საქართველოს ანგარიში ჩართული იქნა საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელშიც პოსტ-საბჭოთა სივრცის 9 ქვეყანა მონაწილეობს. სინთეზური ანგარიში და ქვეყნის ანგარიში გადაითარგმნა ქართულ ენაზე. განხორციელების პერიოდი: 2004-2005 წწ.

    კვლევის ანგარიში (ქართ.)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    ინკლუზიური განათლების პროექტი

    პროექტის აღწერა: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ინსტიტუტმა განახორციელა ინკლუზიური განათლების საპილოტო პროექტის მენეჯმენტი. პროექტს აფინანსებდა ნორვეგიის მთავრობა. პროექტი გულისხმობდა ინკლუზიური განათლების მოდელის ტესტირებას 10 საპილოტო სკოლაში. პროექტის ფარგლებში ინსტიტუტმა განახორციელა ინკლუზიური განთლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა 10 საპილოტო სკოლაში. დონორი: ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამა. განხორციელების პერიოდი: 2005-2008 წწ.

    კვლევის ანგარიში (ქართულად)

    __________________________________________________________________________________________________________________________________________________

    შედარებით ადრეული პროექტების აღწერა შეგიძლიათ იხილოთ გვერდის ინგლისურ ვერსიაში