განათლების გლობალური მონიტორინგის რეგიონული ანგარიში ეფუძნება 2024-25 წლების გლობალური მონიტორინგის ანგარიშის მიდგომებს და ეყრდნობა პარტნიორი ორგანიზაციებისა და კონტრიბუტორების გამოცდილებებს. ანგარიში წარმოაჩენს შედარებით ანალიზს ინკლუზიური განათლების ლიდერობის პრაქტიკის შესახებ, რომელიც აერთიანებს რვა ქვეყნის (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, საქართველო, ყირგიზეთი, მოლდოვა, პოლონეთი და სლოვენია) განათლების სისტემებში შეგროვებულ ინფორმაციას, მათ შორის ქვეყნების მაგალითების სიღრმისეული კვლევის შედეგებს. დოკუმენტის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://www.unesco.org/gem-report/en/2025ceecca