2019 წლის სექტემბრიდან განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის” განხორციელება.
პროექტის საკვანძო თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენს.
პროექტის მიზანია საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლება ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვადებულებების შესრულების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დადგინდება განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ხარისხი და განისაზღვრება თუ რა გავლენა ექნება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას საქართველოს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებზე. დაინერგება ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების თანამონაწილეობითი მექანიზმები.
პროექტი განხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტის განხორციელება იგეგმება თბილისში, სამცხე ჯავახეთში, კახეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში.