2020 წლის 11 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს” ხელმძღვანელობასა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იყო ფონდის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის” შუალედური შედეგები. პროექტს ახორციელებს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი ითვალისწინებდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების განათლების კომპონენტის შესრულების ხარისხის შეფასებას. შეფასების შედეგების საფუძველზე გათვალისწინებულია რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და დისკუსია გამართეს წარმოდგენილი შედეგების და რეკომენდაციათა პროექტის ირგვლივ. შეხვედრაზე წამოჭრილი წინადადებები, რეკომენდაციები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას.