ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისათვის და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის, რომლის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებთან თავსებადი რეფორმებით განათლების სიტემის განვითარება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია 2018 წლის 21 ნოემბერს, ბიზნესცენტრ „რეგუსში“ გაიმართა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ.
მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ, განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების შეფასება და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებასთან. დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება მიზნობრივი ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწობს მხარეების ჩართულობას რეფორმის მონიტორინგის პროცესში.
ფედერაცია „ქალები მომავლისთვის,“ რომელიც 40-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს, დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური კადრების განვითარებით და მათთან თანამშრომლობით. შესაბამისად, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ კავშირშია ფედერაციის წევრთა ბიზნეს საქმიანობის სამომავლო განვითარებასთან.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის უმნიშვნელოვანესია, შეძლოს განათლების სისტემაში ისეთი ეფექტური რეფორმების ხელშეწყობა და განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული კო
ნკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პროცესის ყველა საკვანძო ეტაპზე ბიზნეს სექტორის მხრიდან ჩართულობის აუცილებლობას.
აღნიშნული მემორანდუმი არის წინაპირობა და პირველი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ბიზნეს სექტორსა და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის მოხდეს თემატური და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა მთლიანობაში განხორციელდეს განათლების სისტემის ეფექტური მართვა კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და ბიზნეს სექტორში არსებული კონკრეტული რეალიებით, რომლებიც მას სჭირდება განვითარებისათვის.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება
⚜️ ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.⚜️ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ.⚜️ მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, სათანადო პროცესებში დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.#womenfortomorrow #w4t #business #leaders #federation #nonprofitorganization #powerfulwomen #futureisfemale #businesswomen #inspiraton #memorandum #Georgia #Tbilisi #TVImedi📍 #Regus
Posted by ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018