განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა დ მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკის მე-4 ფორუმსა და კონფერენციაში “ინკლუზიური განათლება ყველასათვის: იდეებიდან მოქმედებამდე”, რომელიც ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართა. სხვადასხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გადაწყვეტილების მიმღებებმა, მკვლევარებმა, პრაქტიკოსებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა, განიხილეს განათლების სისტემების შესაძლებლობები ყველა მოსწავლის/სტუდენტის საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების შესაძლებლობების გაზრდა მოწყვლადი ჯგუფებისათვის და საგანმანათლებლო სისიტემების განვითარება ჩართულობის ხარისხის ამაღლებით. მონაწილეებმა დასახეს ერთობლივი გეგმები ადვოკატირების მიმართულები. განხილვების დროს ხაზი გაესვა ქვეყნების მიერ განთლების სწორი პოლიტიკის განსაზღვრას, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განითარებას და აღსრულებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს გაეროს მდრადი განვითარებისა და განათლების საერთო ევროპულ სივრცის მიზნების მიღწევას.
ფორუმში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნების განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების 130 წარმომადგენელმა, მათ შორის სკოლებმა 33 ქვეყნიდან. განიხილეს გზები და საშუალებები, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს სამართლიანი საზოგადოების ფორმირებას.