2012 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ხაშურში ჩატარდა პროექტის „თემის მობილიზაციის მოდელისდანერგვა ბუნების დაცვისსაკითხების ირგვლივ“ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის, მონაწილე სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციამ შეაჯამა პროექტის მიღწეული შედეგები და განიხილა ამ შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები. პროექტიგანხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის(MATRA) ფინანსური მხარდაჭერით.