2017-2022 წლებისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ, დამტკიცებული განათლების სტრატეგიის განხორციელება გახდა ერთ ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის, რათა განეხორციელებინა ორგანიზაციული სტრუქტურისა და მთლიანად გუნდის განახლება.
საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც განათლბის სისტემის განვითარებას უკავშირდება, საჭიროებს პროცესში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების ჩართულობას. განხორციელების კონკრეტული ინტვერვენციები მოცემულია სტრატეგიული განვითრების დამტკიცებულ გაგმაში. მიმდინარე რეფორმის სწორი და კვალიფიციური ანალიზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლებაში კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ასოცირების ხელშეკრულების აღსრულება რეალურად ქმნის საფუძველს, იმისათვის რომ ქვეყანა გადავიდეს ევროპასთან ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ინტეგრაციის პროცესს საინტერესოს გახდის, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს, დაეხმარება რეფორმის შედეგად, საჭირო შედეგების მიღწევაში.
პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ისნტიტუტმა განახორციელა შესაბამისი ცვლილებები, რომელიც შეეხო, როგორც მმართველობით სტრუქტურას, ასევე წევრებსა და ექსპერტთა კორპუსს. გაზრდილი შესაძლებლობებითა და განახლებული გუნდით ინსტიტუტი გეგმავს ისეთი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას, რომელიც რეფორმის განმახორციელებლებს დაეხმარებათ განათლებაში დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა უზრუნველყოფს ამ პროცესებში განამახორციელებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას.