განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო პროექტში – „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში: ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“. პროექტის ხალგრძლივობაა ერთი წელი. მისი ორგანიზატორები არიან განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრი. საქართველოსთან ერთად, პროექტში მონაწილეობს სამი ქვეყანა.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებში განათლების სისტემაში კორუფციის რისკების შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა. პროექტი შექმნის ნიადაგს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ცოდნისა და გამოცდილების და ასევე, ადგილობრივად განხორციელებული კეთილსინდისიერების შეფასების შედეგების გაზიარებისთვის. შეფასება ეფუძნება INTES მეთოდოლოგიას და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს, რომელიც შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა OECD-ის ანტი-კორუფციოული ქსელი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის ფარგლებში.

პროექტი დაეხმარება ქვეყნებს დაადგინონ თუ როგორ დაამრცხონ კორუფცია განათლების მონაწილე და დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით რათა მათ შეძლონ კეთილსინდისიების გამოწვევების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საგანმანათლებლო დაწესებულებების შიგნით და პროფესიულ გარემოში.

პროექტი განხორციელდება განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელისა და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის ოპერაციული და კვლევითი პარტნიორობით და შედგება ოთხი ეტაპისაგან: ტრენინგი, მონაცემთა შეგროვება, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშის მომზადება, შედეგების გავრცელება.

პროექტის პირველი ეტაპი – ტრენინგი ჩატარდა ქ. ბელგრადში, სერბეთში. ტრენინგს დაესწრნენ წარმომადგენლები ოთხივე ქვეყნიდან. ტრენინგისას მონაწილეებს გააცნეს თუ როგორ ხდება კეთილსინდისიერების შეფასება, როგორ უნდა შევაგროვოთ პირველადი მონაცემები განათლების დაინტერესებული მხარეების კეთილსინდისიერებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში მონაწილეობის შესახებ, იმ სისტემური პირობების შესახებ რომლებიც ხელს უწყობს აღნიშნულ დარღვევებს, და როგორ უნდა გავააანალიზოთ აღნიშნული მონაცემები პოლიტიკის და/ან კვლევის მიზნებისთვის.