ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასაწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვის” ფარგლებში, გაიმართა სემინარი. სემინარში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.
პროექტის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით მიღებული სარგებლის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ ვადებულებების შესრულების პროცესში.
სემინარის საკვანძო თემას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებები წარმოადგენდა.
უნივერსიტეტსა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ასევე მოხდება ასოცირების შეთანხმების საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საკითხებზე აკადემიური კვლევების ხელშეწყობა.
სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა განათლებისა და ტრენინგის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან დაახლოებისათვის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციების შესრულების დინამიკა და გაიმართა დისკუსია, იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას საქართველოს საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებზე. სემინარის ფარგლებში განისაზღვრა ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და ადვოკატირების თანამონაწილეობითი მექანიზმები.
პროექტი განხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
დამატებით იხ.:
ვებგვერდი: http://www.zssu.ge/zssu2/node/2193