• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • Archives for სიახლეები

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი განახლებული მენეჯმენტით, წევრებითა და ექსპერტებით ერთვება განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში

    2017-2022 წლებისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ, დამტკიცებული განათლების სტრატეგიის განხორციელება გახდა ერთ ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის, რათა განეხორციელებინა ორგანიზაციული სტრუქტურისა და მთლიანად გუნდის განახლება.

    საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც განათლბის სისტემის განვითარებას უკავშირდება, საჭიროებს პროცესში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების ჩართულობას. განხორციელების კონკრეტული ინტვერვენციები მოცემულია სტრატეგიული განვითრების დამტკიცებულ გაგმაში. მიმდინარე რეფორმის სწორი და კვალიფიციური ანალიზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლებაში კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ასოცირების ხელშეკრულების აღსრულება რეალურად ქმნის საფუძველს, იმისათვის რომ ქვეყანა გადავიდეს  ევროპასთან ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.

    ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ინტეგრაციის პროცესს საინტერესოს გახდის, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს, დაეხმარება რეფორმის შედეგად, საჭირო  შედეგების მიღწევაში.

    პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ისნტიტუტმა განახორციელა შესაბამისი  ცვლილებები, რომელიც შეეხო, როგორც მმართველობით სტრუქტურას, ასევე წევრებსა და ექსპერტთა კორპუსს. გაზრდილი შესაძლებლობებითა და განახლებული გუნდით ინსტიტუტი გეგმავს ისეთი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას, რომელიც რეფორმის განმახორციელებლებს დაეხმარებათ განათლებაში დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა უზრუნველყოფს ამ პროცესებში განამახორციელებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას.

    Read more

    პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებულია!

    ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისათვის და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის, რომლის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებთან თავსებადი რეფორმებით განათლების სიტემის განვითარება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია 2018 წლის 21 ნოემბერს, ბიზნესცენტრ „რეგუსში“ გაიმართა.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და  განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ

    მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ, განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული  პროგრამების  შეფასება და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებასთან. დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება მიზნობრივი ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწობს მხარეების ჩართულობას რეფორმის მონიტორინგის პროცესში.

    ფედერაცია „ქალები მომავლისთვის,“ რომელიც 40-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს, დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური კადრების განვითარებით და მათთან თანამშრომლობით. შესაბამისად, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ კავშირშია ფედერაციის წევრთა ბიზნეს საქმიანობის  სამომავლო განვითარებასთან.

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის უმნიშვნელოვანესია, შეძლოს განათლების სისტემაში ისეთი ეფექტური რეფორმების ხელშეწყობა და განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული კო

    ნკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პროცესის ყველა საკვანძო ეტაპზე ბიზნეს სექტორის მხრიდან ჩართულობის აუცილებლობას.

    აღნიშნული მემორანდუმი არის წინაპირობა და პირველი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ბიზნეს სექტორსა და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის მოხდეს თემატური და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა მთლიანობაში განხორციელდეს განათლების სისტემის ეფექტური მართვა კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და ბიზნეს სექტორში არსებული კონკრეტული რეალიებით, რომლებიც მას სჭირდება განვითარებისათვის.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

    ⚜️ ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.⚜️ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ.⚜️ მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, სათანადო პროცესებში დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.#womenfortomorrow #w4t #business #leaders #federation #nonprofitorganization #powerfulwomen #futureisfemale #businesswomen #inspiraton #memorandum #Georgia #Tbilisi #TVImedi📍 #Regus

    Posted by ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018

    Read more

    მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” წევრის სტატუსით მონაწილეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანადამფუძნებლები არიან კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილია განათლების სამინისტროს მიერ. პროექტი დაფინანსებულია კერძო ფონდის მიერ. (მეტი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე…)

    Read more

    სამეურვეო საბჭოები საქართველოში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” ფარგლებში განახორციელა კვლევა, რომლის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა:

    • საქართველოში სკოლის დონეზე მართვის მოდელის და, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების ეფექტური ფუნქციონირების პროცედურული და სისტემური ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიკაცია; 
    • რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკისთვის, სამეურვეო საბჭოს, როგორც სკოლის ბაზაზე მართვის მოდელის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ეფექტურობის გაზრდისთვის. 
    დამატებითი ინფორმაცია კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.efageorgia.ge
    Read more

    დასაქმებული სტუდენტების ხელშეწყობის პოლიტიკა

    ინსტიტუტმა დაასრულა კვლევა დასაქმებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებით. პროექტი დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა. კვლევის ანგარიშები იხილეთ ბმულში

    Read more

    პოლიტიკის ანალიზი პედაგოგებთან მიმართებაში

    ინსტიტუტმა განახორციელა საქართველოში პედაგოგებთან დაკავშირებული პოლიტიკის ანალიზი.  კვლევის ანგარიში მომზადდა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობდა განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის (NEPC) ეგიდით და ითვალისწინებდა შედარებითი ანალიზის განხორციელებას ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში, დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა, ცენტრალურ აზიასა და მონღოლეთში.

    კვლევის ანგარიშები იხილეთ ბმულში

    Read more

    საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის დიაგნოსტიკური ანალიზი

    პროექტის „უმაღლესი განათლებისადა მეცნიერების სტრატეგიულიგანვითარება საქართველოში – რეფორმის განხორციელებისმხარდამჭერი პლატფორმისჩამოყალიბება“ ფარგლებშიინსტიტუტმა, პარტნიორორგანიზაციებთან ერთადგანახორციელა საქართველოსუმაღლესი განათლებისა და კვლევისდიაგნოსტიკური ანალიზი ხუთისტრატეგიული მიმართულებისმიხედვით.

    კვლევის ანგარიშები:

    I – უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება – თამარ ზაალიშვილი;

    II – უმაღლესი განათლების და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა – ლელა ჩახაია;

    III – სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია – ლალი ბაქრაძე;

    IV – ხარისხის უზრუნველყოფა – ირინე დარჩია;

    V – უმაღლესი განათლება და დასაქმება – თამარ ბრეგვაძე.

    გაერთიანებული დოკუმენტი

    Read more

    უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში

    2013 წლის ივნისიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) ახორციელებს პროექტს“უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში:რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლათფორმის ჩამოყალიბება” ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირების და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. პროექტის ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულნი არიან:

    • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS);
    • TEMPUS ეროვნული ოფისი;
    • საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE);
    • ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის რეგიონული პროგრამა.

    აღნიშნული ორგანიზაციები ერთიანდებიან პროექტის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.

     

    პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.”

    დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

    Read more

    პროექტის ფინალური კონფერენცია

    2012 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ხაშურში ჩატარდა პროექტის თემის მობილიზაციის მოდელისდანერგვა ბუნების დაცვისსაკითხების ირგვლივ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის, მონაწილე სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციამ შეაჯამა პროექტის მიღწეული შედეგები და განიხილა ამ შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები. პროექტიგანხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის(MATRAფინანსური მხარდაჭერით.

    Read more

    უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

    2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში.

    პროექტის მიზანი და ამოცანები

    პროექტის მიზანია, გააფართოვოს არსებული ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ტენდენციების ურთიერთკავშირის შესახებ უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმის კონტექსტში და შეიმუშავოს  რეკომენდაციები უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდისათვის.

    პროექტის სპეციფიური ამოცანებია:

    ა)         უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისშემდგომი პერიოდის  კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარზე ინტეგრირების ტენდენციების შესწავლა;

    • საქართველოს მოსახლეობის  იმ კოჰორტის დასაქმების მაჩვენებლების აღწერა, რომელმაც უმაღლესი განათლება 2004 წლის შემდგომ პერიოდში მიიღო;
    • მოცემულ კოჰორტაში დასაქმების მაჩვენებლების გაანალიზება სქესის, ეკონომიკური და სოციალური სტატუსის მიხედვით;
    • უმაღლესი განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლა სხვადასხვა სპეციალობებისათვის (ურთიერთკავშირი უმაღლეს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასა და შემოსავალს შორის);
    • უმაღლესი განათლების ეფექტის განსაზღვრა დასაქმების ალბათობაზე (სხვა ფაქტორებთან შედარებით);
    • საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართ;

    ბ)         რეკომენდაციების შემუშავება სამუშაო ძალის ფორმირებისა და გამოყენების სტრატეგიის გაუმჯობესებისათვის;

    გ)         საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზაცია რეკომენდაციების პაკეტის განხორციელებისათვის.

    კონტექსტი

    დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა  საქართველოში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რასაც ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევებიც ადასტურებს. 2012 წლის ივნისში NDI-ს მიერ  ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 60% დასაქმებას ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყანაში, ხოლო მათგან 70% ამჟამად უმუშევარია.  ამ კვლევის შედეგები, აგრეთვე, ემთხვევა 2011 წელს G-PAC -ის მიერ განხორციელებული კვლევის დასკვნებს, სადაც გამოკითხულთა 70%  უმუშევრობას  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, ხოლო 60% თვლის, რომ არასამთავრობო სექტორმა უფრო ინტენსიურად უნდა იმუშავოს ამ საკითხზე.

    დასაქმების თემას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს პოლიტიკურ დისკურსშიც. ეს საკითხი გაშუქებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამებში და ასახულია საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში. უმუშევრობის პრობლემატიკაზე სამუშაოდ შესაბამისი სამინისტროც კი შეიქმნა.

    დასაქმების თემის აქტუალურობის მიუხედავად, საქართველოს ჯერ არ აქვს შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად. შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს დასაქმების ტენდენციების და ამ ტენდენციებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორების შესახებ სარწმუნო ემპირიული მონაცემების მოძიების საჭიროება.

    განათლება ზოგადად და უმაღლესი განათლება კონკრეტულად ადამიანური კაპიტალის ფორმირების უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად მოიაზრება.  სხვადასხვა კონტექსტში განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კვლევა ეძღვნება.  სხვა სიტყვებით, მეცნიერები და პოლიტიკოსები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები უმაღლეს განათლებაში კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე? ეს საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი საქართველოში.

    2004 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში გატარებული რეფორმების ფონზე ეს თემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რადგან უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანს უმაღლესი განათლების სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

    Read more