განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, საერთაშორისო პროექტის, „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“, ფარგლებში დაიწყო კვლევითი კომპონენტის განხორციელება. კვლევის მიზანია, საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე, კორუფციული რისკების გამოვლენა, ანალიზი და აღმოფხვრის გზების დასახვა. კვლევა ფოკუსირებულია პედაგოგების დაქირევაბის პრაქტიკაში არსებული ხარვეზების, კორუფციული ფაქტებისა და რისკების (ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და სხვა) იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე.
კვლევა ეფუძნება INTES მეთოდოლოგიას და მონაცემთა შეგროვების მეთოდებს, რომელიც, OECD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტი-კორუფციოული ქსელისათვის შეიმუშავა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა.
კვლევა ხორციელდება ხარისხობრივი მეთოდის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს მონაცემების შეგროვებას სამაგიდე კვლევის, ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების საშუალებით. კვლევა ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვების, მონაცემთა ანალიზისა და კვლევის ანგარიშის მომზადების ეტაპებს. დაგეგმილია კვლევის შედეგების განხილვა-გავრცელების ღონისძიებები.
პარალელურად, ანალოგიური კვლევები განხორციელება კიდევ ოთხ ქვეყანაში. შედეგების შეჯამება მოხდება შედარებითი ანალიზის სახით, რომელსაც განახორციელებს განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელი (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრი.
კვლევა დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს განათლებაში გამოავლინონ კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები და დასახონ აღმოფხვრის გზები საგანმანათლებლო დაწესებულებების შიგნით და პროფესიულ გარემოში.