2013 წლის ივნისიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) ახორციელებს პროექტს“უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში:რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლათფორმის ჩამოყალიბება” ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირების და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. პროექტის ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულნი არიან:
- სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS);
- TEMPUS ეროვნული ოფისი;
- საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE);
- ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის რეგიონული პროგრამა.
აღნიშნული ორგანიზაციები ერთიანდებიან პროექტის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.
პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.”