• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • Archives for სიახლეები

    გამოქვეყნდა UNESCO-ს გლობალური განათლების მონიტორინგის 2024/25 წლების ანგარიში

    იუნესკოს გლობალურიგანათლებისმონიტორინგის 2024/25 წლების ანგარიში (GEM Report), რომელიც განათლებაში ლიდერობის თემას ეძღვნება, ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული საზოგადოებისათვის. დოკუმენტის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000391406

    ასევე, ხელმისაწვდომია PEER (Profiles Enhancing Education Reviews) მიმოხილვა სკოლის ლიდერობაზე (https://education-profiles.org/themes/~school-leadership), სადაც შესაძლებელია 211 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს განათლების სისტემის ანალიზის ძირითადი მიგნებების გაცნობა.

    Read more

    UNESCO-ს გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიში 2024/25

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტიმონაწილეობს იუნესკოსგლობალურიგანათლებისმონიტორინგის ანგარიშის(GEM Report)შემუშავებაში. იუნესკოს ანგარიშიწარმოადგენსგლობალურსაზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც ემსახურება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას (SDG4: ხარისხიანი განათლება). 2002 წელს დაარსებულიგლობალურიგანათლებისმონიტორინგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ანგარიშს, რომელის შედეგებსაციუნესკოპერიოდულად აქვეყნებს. 2024/25 წლებში ანგარიშიფოკუსირებული იქნებალიდერობასადა განათლებაზე.სკოლის ლიდერობა განათლების ხარისხისა და თანასწორობის ცენტრშია, ამიტომაც ცენტრალური და აღმოსავლეთევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში ფოკუსირებულია სკოლის ლიდერობასა და ინკლუზიის თემაზე, განსაკუთრებული აქცენტით სკოლის ინკლუზიური ლიდერობის პრაქტიკაზე. იგი დაეფუძნება ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ესტონეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, მოლდოვასა და სლოვენიაში ჩატარებულ ყოვლისმომცველ კვლევის შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავს პასუხის გაცემას კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს რეგიონის სკოლების ხელმძღვანელობა ინკლუზიას და როგორ. კვლევა შეისწავლის საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პრაქტიკას სკოლის ლიდერობის როლებთან და სტანდარტებთან მიმართებაში; სკოლების ლიდერების შერჩევის, მომზადებისა და განვითარების პოლიტიკას და ასევე წარმოაჩენს ინკლუზიური ლიდერობის პრაქტიკას რეგიონში. ანგარიშის მიზანია გამოავლინოს სკოლის ლიდერების საჭიროებები ინკლუზიასთან დაკავშირებით. საქართველოში კვლევას განახორციელებს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.

    Read more

    ახალი რეგიონული პროექტი

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს ახალ რეგიონულ პროექტში “სოციალური უთანასწორობა და კეთილსინდისიერება ურბანულ საჯარო სკოლებში ჩარიცხვისას”. პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და საქართველოსთან ერთად მასში ჩართულია პარტნიორი ორგანიზაციები მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან.

    პროექტის ფარგლებში განხორციელდება კვლევა, რომლის მიზანია კორუფციული და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკების, მიზეზების, რისკების და ხელმშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ანგარიში ასახავს ექვსი ქვეყნის სკოლებში მოსწავლეების ჩარიცხვის პოლიტიკს შესწავლის, არსებული პრაქტიკების დარუქების და კეთილსინდისიერების დარღვევების  რისკ-ანალიზის შედეგებს.

    Read more

    კეთილსინდისიერება ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებისას განათლებაში (ქართულ ენაზე)

    ქართულად ითარგმნა და გამოქვეყნდა გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის (CAPI) და განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელის (NEPC) ერთობლივი ანგარიში სკოლებში კეთილსინდისიერების შესახებ ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას, რომელიც მომზადდა საერთაშორისო პროექტის „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“ ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდების განათლების მხარდაჭერის პროგრამის თანადგომით. ანგარიში აღწერს იმ მტკიცებულებებს და ქვეყანათა შორის მიგნებებს, რომლებიც გამოვლინდა განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელის წევრი ოთხი ორგანიზაციის ადგილობრივად განხორციელებულ შეფასებებში. ეს ორგანიზაციები გახლავთ: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), საქართველო; საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (FEIS), ყირგიზეთი; განათლების ცენტრი PRO DIDACTICA, მოლდოვა; მონღოლეთის საგანმანათლებლო ალიანსი (MEA). ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ვებინარზე განიხილებოდა ორი საკითხი: არიან თუ არა დასახელებული ქვეყნების სასკოლო განათლებაში მონაწილე სუბიექტები ჩართული პრობლემურ პრაქტიკებში (კეთილსინდისიერების დარღვევა), რომელიც იწვევს გადაცდომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას განათლებაში და თუ კი, რა არის ის სტრუქტურული და სისტემური ხარვეზები, რომლებიც მოტივაციას უმაღლებს და ხელს უწყობს ასეთ გამოვლინებებს თვითოეულ ქვეყანასა და ქვეყნებს შორის. ვებინარზე წარმოდგენილ იქნა განათლების სექტორში  ადამიანური რესურსების მართვის და კერძო ფინანსური დონაციის გამოყენებისას კეთილსინდისიერების დარღვევების ანალიზის შედეგების მიმოხილვა.

    Read more

    განათლების გლობალური მონიტორინგის ანგარიში – “ინკლუზია და განათლება: ყველა, ნიშნავს ყველას”

    გამოქვეყნდა იუნესკოს ახალი ანალიზი, რომელიც მოიცავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის 30 ქვეყნის განათლების სისტემებს. 2021 წლის განათლების გლობალური მონიტორინგის ანგარიში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისთვის – „ინკლუზია და განათლება: ყველა, ნიშნავს ყველას” შემუშავებულია ერთობლივად იუნესკოს, სპეციალური საჭიროებებისა და ინკლუზიური განათლების ევროპული სააგენტოს და განათლების პოლიტიკის ცენტრების ქსელის მიერ. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განახოციელა საქართველოს განათლების სისტემის არსებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ანალიზი დამყარებულია ქვეყნის განათლების სისტემის ინკლუზიის გამოწვევებზე რეაგირების მონაცემებზე. იგი ითვალისწინებს 2020 წლის განათლების გლობალური ანგარიშის მიდგომებს და პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტიზებს. ანგარიშს საფუძვლად უდევს 30 ქვეყნის განათლების სისტემებში მოძიებული ინფორმაცია, რომელის მიხედვითაც განხორციელდა შედარებითი ანალიზი განათლებაში ინკლუზიის განსაზღვრისა და განვითარების დონის დასადგენად. 2021 წლის ევრაზიის ანგარიში მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს მთავრობებისათვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის ინკლუზიის გაძლიერების და მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის პოლიტიკაში ასახვისათვის რეგიონის მასშტაბით.

    Read more

    ახალი ერთობლივი ანგარიში სკოლებში კეთილსინდისიერების შესახებ ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას

    გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა (CAPI) და განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელმა (NEPC) გამოაქვეყნეს ახალი ერთობლივი ანგარიში სკოლებში კეთილსინდისიერების შესახებ ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას, რომელიც მომზადდა საერთაშორისო პროექტის კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“ ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდების განათლების მხარდაჭერის პროგრამის თანადგომით.

    ანგარიში აღწერს იმ მტკიცებულებებს და ქვეყანათა შორის მიგნებებს, რომლებიც გამოვლინდა განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელის წევრი ოთხი ორგანიზაციის ადგილობრივად განხორციელებულ შეფასებებში. ეს ორგანიზაციები გახლავთ: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), საქართველო; საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (FEIS), ყირგიზეთი; განათლების ცენტრი PRO DIDACTICA, მოლდოვა; მონღოლეთის საგანმანათლებლო ალიანსი (MEA).

    ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ვებინარზე განიხილებოდა ორი საკითხი: არიან თუ არა დასახელებული ქვეყნების სასკოლო განათლებაში მონაწილე სუბიექტები ჩართული პრობლემურ პრაქტიკებში (კეთილსინდისიერების დარღვევა), რომელიც იწვევს გადაცდომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას განათლებაში და თუ კი, რა არის ის სტრუქტურული და სისტემური ხარვეზები, რომლებიც მოტივაციას უმაღლებს და ხელს უწყობს ასეთ გამოვლინებებს თვითოეულ ქვეყანასა და ქვეყნებს შორის. ვებინარზე წარმოდგენილ იქნა განათლების სექტორში  ადამიანური რესურსების მართვის და კერძო ფინანსური დონაციის გამოყენებისას კეთილსინდისიერების დარღვევების ანალიზის შედეგების მიმოხილვა.

    Read more

    საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა მოამზადა შეფასების ანგარიში, რომელიც აღწერს საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების ფარგლებში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობისათვის აღებული ვალდებულებების შესრულების ხარისხსა და ფაქტობრივ მდგომარეობას. შეფასება წარმოადგენს პროექტის “ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისთვის” ნაწილს. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდი- საქართველოს მხარდაჭერით.

    კვლევითი საქმიანობების განხორციელების ფარგლებში შეგროვდა ოფიციალურად ხელმისაწვდომი მონაცემები აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ და გაანალიზდა საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი დოკუმენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.

    მოპოვებული ინფორმაციის ანალიზიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) – შერულების პროცესი, რაც თავის მხრივ, გულისხმობს განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვადებულებების ჯეროვნად შესრულებას.

    ანგარიში შეიცავს არსებული მდგომარეობისა და იდენტიფიცირებული ხარვეზების გამოსწორების გზების შესახებ რეკომენდაციებს. რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება ევროპასთან ასოცირების სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად და შედეგიანად წარმართვისათვის.

     

    Read more

    საერთაშორისო კვლევა „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში – კორუფციული რისკების გამოვლენა პედაგოგების დაქირავების პრაქტიკაში“

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა საერთაშორისო პროექტის კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში (INTES) ფარგლებში განახორციელა საქართველოში პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების შეფასება. კვლევის მიზანი იყო განათლების სისტემაში მიმდინარე სარეფორმო აქტივობების ფონზე კორუფციული რისკების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა.

    პროექტი წარმოადგენდა  განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელისა (NEPC) და გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრის (CAPI) ერთობლივ ინიციატივას და დაფინანსებული იყო ღია საზოგადოების ფონდების განათლების მხარდაჭერის პროგრამის მიერ. პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის (საქართველო, მოლდოვა, ყირგიზეთი და მონღოლეთი) საზოგადოებრივი ორგანიზაციები წინასწარ მომზადდა განათლებაში კეთილსინდისიერების შეფასების საკითხებში. შემდეგ თითოეულ ქვეყანაში ჩატარდა კვლევითი სამუშაოები, შერჩეული თემებისა და განათლების რეფორმების პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.

    პედაგოგთა პროფესიაში შესვლისა და დაქირავების სისტემაში 2019 წელს განხორციელებულმა სარეფორმო აქტივობებმა მასწავლებელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ვაკანსიების წარმოქმნა გამოიწვია და ამავდროულად ხელი შეუწყო პედაგოგთა დაქირავების პროცესში კეთილსინდისიერების დარღვევის რისკების ზრდას.   შეფასება განხორციელდა აღნიშნული სარეფორმო აქტივობების პარალელურად და ფოკუსირებული იყო პედაგოგების დაქირავების პრაქტიკაში არსებული ხარვეზების, კორუფციული ფაქტებისა და რისკების (ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და სხვა) იდენტიფიცირებასა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებაზე.

    კვლევის ანგარიში 

    Read more

    ონლაინ შეხვედრა „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფონდის წარმომადგენლებთან

    2020 წლის 11 მაისს გაიმართა ონლაინ შეხვედრა ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს”  ხელმძღვანელობასა და განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იყო ფონდის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტის ევროკავშირის პოლიტიკასა და პრაქტიკასთან ასოცირება: უწყვეტი განათლების პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარებისათვისშუალედური შედეგები. პროექტს ახორციელებს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგი ითვალისწინებდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების განათლების კომპონენტის შესრულების ხარისხის შეფასებას. შეფასების შედეგების საფუძველზე გათვალისწინებულია რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და დისკუსია გამართეს წარმოდგენილი შედეგების და რეკომენდაციათა პროექტის ირგვლივ. შეხვედრაზე წამოჭრილი წინადადებები, რეკომენდაციები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტის შემუშავებისას.

    Read more