• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • Archives for სიახლეები

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა განახორციელა, საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.

    საკითხის შესწავლა განხორციელდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 8 აპრილის პერიოდში.  შესწავლის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 6 იანვრიდან 8 აპრილამდე პერიოდს. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში, რომლებიც ეხება ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების,  საერთაშორისო მობილობის ზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას.

    კვლევიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის  – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) შესრულების პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. კანონით განსაზღვრული არც ერთი ნორმატიული დოკუმენტი არ არის დამტკიცებული, რაც მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე.

    კვლევაში მოცემულია ინსტიტუტის რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც უზრუნველყოფს მომავალში კანონდარღვევის რისკის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.

    კვლევის დოკუმენტი

    Read more

    ინსტიტუტს ახალი წევრები შემოუერთდნენ

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის
    გამგეობის გადაწყვეტილებით ინსტიტიტს ჰყავს ახალი წევრები – ნათელა
    სახოკია და გიორგი ემინაშვილი. ინსტიტუტი მიესალმება ახალი წევრების
    შემოერთებას, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ინსტიტუტის შესაძლებლობებს და
    უსურვებს მათ წარმატებას.
    ინსტიტუტის წევრების შესახებ ინფომაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

    ინსტიტუტის წევრები

     

    Read more

    გიორგი მაჩაბელი „არ გვყოფნის მოთმინება, რომ განათლების პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვის პროცესები დავიწყოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე“ – ინტერვიუ განათლების პოლიტიკის დაგაგმვისა და მართვის საერთაშირისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშირისო ინსტიტუტის მიერ 2019 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის – „განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა“ კვალდაკვალ, საგანმანათლებლო ვებ-გვერდი edu.aris.ge აქვეყნებს ინტერვიუს ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ გიორგი მაჩაბელთან, სადაც კვლევის ავტორი საუბრობს იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც არსებობს სახელმწიფოს მიერ განათლების პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, არასისტემური მიდგომების გამოყენებაზე, პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებების დაბალ კომპეტენციებზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე.

    შეგახსენებთ, რომ განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი მისიის ფარგლებში, საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა კვლევა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.). შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში.

    ინტერვიუს სრული ტექსტი

    Read more

    განათლების სახელმწიფო პოლიტიკა და რეფორმების სტრატეგიული დაგეგმვა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, მისი მისიის ფარგლებში, საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული განათლების რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით განახორციელა კვლევა. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების პოლიტიკა ბოლო 5 წლის განმავლობაში (2013-2018 წწ.). შესწავლის მიზანი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებული განათლების რეფორმირების პოლიტიკის ეფექტიანობის განსაზღვრა სისტემის სტრატეგიული განვითარების პერსპექტივის ჭრილში.

    READ MORE

     

    Read more

    შეხვედრა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“

    ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლა
    საინფორმაციო შეხვედრას „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის
    საერთაშორისო ინსტიტუტის“ პრეზიდენტთან – თამარ სანიკიძესთან და წევრებთან.
    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის
    მისიაა, სხვადასხვა კვლევებითა და ანალიზით, ხელი შეუწყოს საქართველოში
    განათლების რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაეყრდნობა ღია
    საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს.
    შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესების
    შესახებ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება,
    სახელმწიფოს მიერ რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე
    ღონისძიებების ანალიზი.
    შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და ახალი
    სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელთა ათვისების შედეგად კერძო
    სექტორს ბევრი კვალიფიციური კადრი შეემატება, რაც, თავისთავად, ბიზნესის
    განვითარებას შეუწყობს ხელს.
    განხილული იქნა კურსდამთავრებულთა სხვადასხვა სექტორში დასაქმების
    მაჩვენებლები, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე, რეფორმის
    კვალდაკვალ, საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესის წარმომადგენლებს მიეწოდათ
    ინფორმაცია პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართვის გზებთან და
    მექანიზმებთან დაკავშირებით. განხილული იქნა კერძო და საჯარა
    პარტნიორობის მოდელები და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
    შესაბამისად მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით დამსაქმებელთა კიდევ
    უფრო დაინტერესებისა და გააქტიურების პერსპექტივები.

    Read more

    ინსტიტუტმა ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი შეიმუშავა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი პროექტებსა და მომსახურებას საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახორციელებს მაღალი რანგის, კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. ამ მიზნით ინსტიტუტი ავითარებს ექსპერტთა კორპუსს, რომლის წევრებსაც ირჩევს, მართავს და აფასებს ინსტიტუტის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესითა და პროცედურებით.

    ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის მიზნებია:

    ა) ინსტიტუტის მიერ პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებისას თანმიმდევრული და სამუშაოს შესრულების ხარისხის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, აგრეთვე ექსპერტთა საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

    ბ) ინსტიტუტის მიერ საგანმანათლებლო და სხვა სერვისების მიწოდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევისთვის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და პროცედურის ჩამოყალიბებით;

    გ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად, ობიექტური და განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

    დ) ევროპასთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების და მათი შესრულების შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური და ექსპერტული საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა;

    ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ მიერ განხორციელებული პროგრამების, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით

    დოკუმენტი განსაზღვრავს განათლების სხვადასხვა ქვესისტემებში (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების), პროექტებსა და მომსახურებაში ჩართულ ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სტუდენტი და დამსაქმებელი ექსპერტების ჩართულობას.

    წესის თანახმად განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი იწვევს ექსპერტობის მსურველებს.  ექსპერტთა კორპუსის წევრებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებში და სხვადასხვა ღონისძიებებში.

    ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფომრაცია განთავსებულია ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.eppm.org.ge . დეტალებთან დაკავშირებით  ინფომრაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ  მისამართზე: info@eppm.org.ge ან დაგვირეკეთ 032 2 234433

    Read more

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი განახლებული მენეჯმენტით, წევრებითა და ექსპერტებით ერთვება განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში

    2017-2022 წლებისათვის, საქართველოს მთავრობის მიერ, დამტკიცებული განათლების სტრატეგიის განხორციელება გახდა ერთ ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორი განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის, რათა განეხორციელებინა ორგანიზაციული სტრუქტურისა და მთლიანად გუნდის განახლება.

    საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, რომელიც განათლბის სისტემის განვითარებას უკავშირდება, საჭიროებს პროცესში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირების ჩართულობას. განხორციელების კონკრეტული ინტვერვენციები მოცემულია სტრატეგიული განვითრების დამტკიცებულ გაგმაში. მიმდინარე რეფორმის სწორი და კვალიფიციური ანალიზი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განათლებაში კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ასოცირების ხელშეკრულების აღსრულება რეალურად ქმნის საფუძველს, იმისათვის რომ ქვეყანა გადავიდეს  ევროპასთან ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.

    ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოების ჩართულობა ინტეგრაციის პროცესს საინტერესოს გახდის, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს, დაეხმარება რეფორმის შედეგად, საჭირო  შედეგების მიღწევაში.

    პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ისნტიტუტმა განახორციელა შესაბამისი  ცვლილებები, რომელიც შეეხო, როგორც მმართველობით სტრუქტურას, ასევე წევრებსა და ექსპერტთა კორპუსს. გაზრდილი შესაძლებლობებითა და განახლებული გუნდით ინსტიტუტი გეგმავს ისეთი კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებას, რომელიც რეფორმის განმახორციელებლებს დაეხმარებათ განათლებაში დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა უზრუნველყოფს ამ პროცესებში განამახორციელებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას.

    Read more

    პარტნიორობის შეთანხმება გაფორმებულია!

    ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, რომელიც მიზანმიმართულად მუშაობს ეკონომიკური განვითარების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისათვის და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის, რომლის მიზანია საქართველოში ღია საზოგადოების პრინციპებთან თავსებადი რეფორმებით განათლების სიტემის განვითარება, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია 2018 წლის 21 ნოემბერს, ბიზნესცენტრ „რეგუსში“ გაიმართა.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და  განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ

    მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ, განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული  პროგრამების  შეფასება და მონიტორინგი, რაც თავის მხრივ მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებასთან. დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება მიზნობრივი ერთობლივი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწობს მხარეების ჩართულობას რეფორმის მონიტორინგის პროცესში.

    ფედერაცია „ქალები მომავლისთვის,“ რომელიც 40-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს, დაინტერესებულია მაღალკვალიფიციური კადრების განვითარებით და მათთან თანამშრომლობით. შესაბამისად, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობა პირდაპირ კავშირშია ფედერაციის წევრთა ბიზნეს საქმიანობის  სამომავლო განვითარებასთან.

    განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტისათვის უმნიშვნელოვანესია, შეძლოს განათლების სისტემაში ისეთი ეფექტური რეფორმების ხელშეწყობა და განხორციელება, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული კო

    ნკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პროცესის ყველა საკვანძო ეტაპზე ბიზნეს სექტორის მხრიდან ჩართულობის აუცილებლობას.

    აღნიშნული მემორანდუმი არის წინაპირობა და პირველი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ბიზნეს სექტორსა და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის მოხდეს თემატური და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რათა მთლიანობაში განხორციელდეს განათლების სისტემის ეფექტური მართვა კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და ბიზნეს სექტორში არსებული კონკრეტული რეალიებით, რომლებიც მას სჭირდება განვითარებისათვის.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

    ⚜️ ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" და „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.⚜️ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა თამარ სანიკიძემ.⚜️ მემორანდუმის მიზანია საქართველოში განათლების სისტემის განვითარებისათვის ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, სათანადო პროცესებში დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.#womenfortomorrow #w4t #business #leaders #federation #nonprofitorganization #powerfulwomen #futureisfemale #businesswomen #inspiraton #memorandum #Georgia #Tbilisi #TVImedi📍 #Regus

    Posted by ქალები მომავლისთვის Women for Tomorrow on ოთხშაბათი, 21 ნოემბერი, 2018

    Read more

    მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” წევრის სტატუსით მონაწილეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს თანადამფუძნებლები არიან კოალიცია “განათლება ყველასათვის- საქართველოს” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტი მხარდაჭერილია განათლების სამინისტროს მიერ. პროექტი დაფინანსებულია კერძო ფონდის მიერ. (მეტი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე…)

    Read more

    სამეურვეო საბჭოები საქართველოში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” ფარგლებში განახორციელა კვლევა, რომლის ძირითად ამოცანებს წარმოადგენდა:

    • საქართველოში სკოლის დონეზე მართვის მოდელის და, კერძოდ, სამეურვეო საბჭოების ეფექტური ფუნქციონირების პროცედურული და სისტემური ბარიერებისა და ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიკაცია; 
    • რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკისთვის, სამეურვეო საბჭოს, როგორც სკოლის ბაზაზე მართვის მოდელის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის ეფექტურობის გაზრდისთვის. 
    დამატებითი ინფორმაცია კოალიციის “განათლება ყველასათვის – საქართველო” შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე www.efageorgia.ge
    Read more