2020 წლის 27 მარტს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, საერთაშორისო პროექტის, „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“, ფარგლებში განხორციელებული კვლევის „კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში – კორუფციული რისკების გამოვლენა პედაგოგების დაქირავების პრაქტიკაში“ შედეგები წარადგინა CIES კონფერენციაზე ონლაინ რეჟიმში. კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო ყირგიზეთის კვლევა და განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ევროპული ქსელის (NEPC) მიერ ოთხ ქვეყანაში განხორციელებული კვლევის სინთეზი (იხ. კონფერენციის დღის წესრიგი).