• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • მისია

    განათლების სისტემის რეფორმა რიგი გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების შესახებ ინფომაციას ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული შეფასებები და  სხვადასხვა კვლევები, აგრეთვე კრიტიკული განცხადებები, რომელიც ხშირად გვესმის სხვადასხვა ფორუმებისა და ღონისძიებების ფარგლებში.

    იდენტიფიცირებული ძირითადი პრობლემების ჩამონათვალი:

    • განათლების სისტემაში საზოგადოების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი
    • განათლებისათვის გამოყოფილი არასაკმარისი დაფინანსება
    • არსებული მწირი რესურსების არასათანადო და არაეფექტური გამოყენება
    • განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები არ ეფუძნება სისტემის საფუძვლიანი შესწავლის შედეგებს
    • არასათანადო და შეუსაბამო საკონონდებლო ბაზა
    • რეფორმის დაგეგმარების, განხორციელებისა და შეფასების გამჭვირვალე მექანიზმების არ არსებობა
    • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე განხორციელებული ქმედებები, რომელიც ხდება კრიტიკის საგანი
    • საგანმანათლებლო ჩიხები, რომელიც ხელს უშლის უწყვეტი განათლების პრინციპის განხორციელებას
    • სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი
    • სკოლების შეუსაბამო ინფრასტრუქტურა და სწავლების დაბალი ხარისხი
    • განათლების, განსაკუთრებით პროფესიული განათლების არასაკმარისი კავშირი ეკონომიკასთან და შრომის ბაზართან. კერძო და სახლემწიფოს პარტნიორობის არაინსტიტუციური ხასიათი
    • უმაღლესი განათლების ხარისხი და ინტერნაციონალიზაცია
    • ასოცირების დღის წესრიგი და მისი შესრულების შედეგები

     

    ორგანიზაციის მისია

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში განათლების რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაეყრდნობა ღია საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს. ინსტიტუტი მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს:

    • განათლების თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სისტემის ჩამოყალიბებაში 
    • განათლების სისტემის დაგეგმვისა და მართვის ადგილობრივი პოტენციალის განვითარებაში
    • დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებასა და განათლების სფეროში პოზიტიური სისტემური ცვლილებების განხორციელებისათვის შესაბამისი საკანონდებლო ბაზის შემუშავებაში
    • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობასა და მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში  
    • განათლების რეფორმის პოპულარიზაციაში