• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • ინსტიტუტის წევრები

    გიორგი მაჩაბელი

    დოქტორ გიორგი მაჩაბელს საზოგადოებრივ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე მუშაობის სოლიდური სამუშაო გამოცდილება გააჩნია. 2003 წლიდან 2014 წლამდე და 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტში, თავიდან როგორც პროგრამების მენეჯერი, ხოლო შემდგომ, როგორც აღმასრულებელი დირექტორი. 2014-2018 წლებში მას ეკავა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. მას გააჩნია საქართველოს განათლების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის 10 წლიანი (1992-2002) გამოცდილება და იგი ასრულებდა საქართველოს წარმომადგენლის ფუნქციას ევროპის საბჭოს ზოგადი განათლების და უმაღლესი განათლების კომიტეტებში.

    მისი პროფესიული კარიერის განმავლობაში, გიორგი მაჩაბელმა დიდი გამოცდილება დააგროვა განათლების პოლიტიკის ანალიზსა და კვლევაში, განათლების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების, საჭიროებების შეფასებისა და განხორციელების მონიტორინგის, სტრატეგიული მენეჯმენტის, თვითშეფასების, ადამიანური რესურსებისა და პროექტების მართვის, ფინანსურ მენეჯმენტსა და ფონდების მოძიების მიმართულებით. აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემების საერთაშორისო კონვენციებთან ინტეგრირების ხარისხის შეფასებებში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა საერთაშორისო, რეგიონული და ქვეყნების მასშტაბის საგანმანათლებო პროექტები და პროგრამები.

     

    ნინო ჩინჩალაძე

    ნინო ჩინჩალაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არის ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. ფონდი „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ დამოუკიდებელი, საგანმანათლებლო, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც არის „განათლება ამერიკაში“ ქსელის ოფიციალური წარმომადეგენელი საქართველოში.

    განათლების სექტორში მისი გამოცდილება არის მრავალმხრივი. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაწესებულებებში ეკავა წამყვანი, მმართველობითი პოზიციები. 1997 წლებში იყო  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ნინო განათლების პოლიტიკის, დაგაგმვისა და მმართვის ინსტიტუტს შემოუერთდა 2003 წელს და დღემდე უწყვეტად არის ჩართული მის საქმიანობაში. 2006 წლიდან ის არის ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“  აღმასრულებელი დირექტორი.

    ნინო იყო უმაღლესი განათლების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე  და აკრედიტაციის საბჭოს წევრი. იგი არის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების საერთაშორისო ცენტრის საბჭოს წევრი. ამასთანავე აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის   სამინისტროსთან არსებული უმაღლესი განათლების  განვითარების პროგრამის საბჭოს წევრი.  უკვე მეხუთე წელია ნინო არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზედამხედველო საბჭოს წევრი.

     

    რევაზ აფხაზავა

    რევაზ აფხაზავა არის ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის მაგისტრი და დოქტორის ხარისხის მაძიებელი. მოწვეული პედაგოგის სტატუსით ამავე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს განათლების მენეჯმენტში. რევაზს აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება, კერძოდ განათლების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

    2000 წლიდან მუშაობდა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის გაუმჯობესების სხვადასხვა პროგრამაში. 2002 წლიდან კი იყო განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის ზოგადი განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, ხოლო 2013-2018 წლებში, ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. განხორციელებული აქვს არაერთი კვლევა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის, კერძო რეპეტიტორობის ფენომენის და სფეროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 2014-2016 წლებში იყო კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლიდან საქმიანობს ამავე კოალიციაში გამგეობის წევრად და პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცრად. პარალელურად ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას განათლების სისტემაში მოქმედ სახვადასხვა ორგანიზაციებში, ძირითადად სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. 2011 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის კონსულტანტი განათლების მიმართულებით, პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერაში და დემოკრატიის სკოლის ლექტორი. 2013 წლიდან ჩართულია უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების საქმიანობაში. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე, ბატონი რევაზ აფხაზავა არის განათლების პოლიტიკის დაგეგმისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

     

    თამარ ბრეგვაძე

    თამარ  ბრეგვაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორია და მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ეროვნული პროექტის მენეჯერი.  იგი, აგრეთვე, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების ეროვნული გუნდის წევრია (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია/ერაზმუს + საქართველო).

    თამარ ბრეგვაძე ფლობს დოქტორის ხარისხს განათლებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მისი კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს ხარისხის მართვა განათლებაში. სხვადასხვა პერიოდში იგი კონსულტაციას უწევდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს ხარისხის მართვისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

     

    თინათინ ბრეგვაძე

    თინათინ  ბრეგვაძეს  სხვადასხვა  ადგილობრივ  და  საერთაშორისო  არასამთავრობო

    ორგანიზაციებთან  მუშაობის  დიდი  გამოცდილება  აქვს.

    2005-2010  წლებში  იგი  მუშაობდა ორგანიზაციებში – ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ და ”World Vision Georgia’’, სადაც  მისი  საქმიანობის  ძირითადი  მიმართულება  სამოქალაქო  განათლება  იყო. 2010- 2014  წლებში  თინათინი აქტიურად ჩაერთო  აკადემიური საგრანტო  პროგრამის  განხორიელებაში.  აღნიშნული  პროგრამის  ძირითადი  მიზანი  სწავლის ხარისხის  გაზრდითა  და  კვლევების  ხელშეწყობით  საქართველოში  უმაღლესი  განათლების სისტემის  მხარდაჭერა  და  განვითარება  იყო. 2012-2014  წლებში  თინათინი ზედამხედველობდა  პროგრამას  სამხრეთ კავკასიის  სამ  ქვეყანაში  –  საქართველო, აზერბაიჯანი  და  სომხეთი.

    2014 წელს იყო საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ასევე, დამოუკიდებელი კონსულტანტის სტატუსით ეხმარებოდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.  2015 -2018 წლებში გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე და გამგეობის თავმჯდომარე.

    2016 – 2018 წლებში მუშაობდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.

    2008 წლიდან თინათინი არის თბილისის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორი. 2012 – 2018 წლამდე იყო ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

    2018 წლის მარტიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გუნდს თინათინი 2018 წლის ნოემბერში შემოუერთდა.

     

    ეკატერინე დგებუაძე

    ეკატერინე დგებუაძემ დაამთავრა თბილისის დამოუიდებელი უცხო ენათა ინსტიტუტი, მოიპოვა სრული სტიპენდია  და სწავლა გააგრძელა ოსლოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (ნორვეგია) და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი სპეციალური განათლების ფილოსოფიაში.

    2001 წლიდან მუშაობს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში სხვა და სხვა პოზიციებზე. ის პასუხისმგებელია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სფეროს ინკლუზიურ განვითარებაზე.

    ეკატერინეს აქვს სწავლების გამოცდილება და  კითხულობს ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    ეკატერინე მონაწილეობა მიიღო ინკლუზიური განათლების პოლიტიკის განვითარებაში. არის სხვა და სხვა პროგრამის და პროექტის ავტორი და განმახორციელებელი, მათ შორის პირველი სახელმწიფო პროგრამის, რომელიც ეხება განათლების მიღმა დარჩენის პირებს.

    2018 წლის ნოემბრიდან ეკატერინე შეუერთდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გუნდს.

     

     

    ხათუნა იოსელიანი

    ხათუნა იოსელიანმა, ფონდ ღია საზოგადოების საქართველოში, მუშაობა 2010 წლის 1 მარტს დაიწყო.

    9 წლის მანძილზე მუშაობდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობაში, მოგვიანებით კი გაეროს წარმომადგენლობაში.

    ხათუნა 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის ქსელურ პროგრამას. ამ პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა კავკასიის სამივე ქვეყნის თერთმეტი უნივერსიტეტის დეპარტამენტთან და მათ მსოფლიო დონის აკადემიური სტატუსის მიღწევაში ეხმარებოდა.
    ხათუნამ გაიარა საერთაშორისო განათლების განვითარების პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. გარდა ამისა, ფლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

    ხათუნა განათლების პოლიტიკი, დაგეგმვისა და მართვის საერთაშოსიო ინსტიტუტის გუნდს 2018 წლის ნოემბერში შემოუერთდა.

     

    ნინო ბეგიაშვილი

    ნინო ბეგიაშვილს მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ. მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება განათლების შესახებ კანონმდებლობისა და განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით. მას აქვს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის მმართველ პოზიციებზე. იგი უშუალოდ მონაწილეობდა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის განხორციელებაში. ნინო ბეგიაშვილს მოპოვებული აქვს არაერთი სტიპენდია, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ). იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც განახორციელა სადოქტორო კვლევა მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის“ რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს რამოდენიმე სტატია სხვადასხვა სამართლებრივ ჟურნალში.

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს ნინო შემოუერთდა 2018 წლის ნოემბერში.

     

    ნათელა სახოკია

    ნათელა სახოკია არის ექსპერტი საჯარო პოლიტიკის ანალიზისა და განვითარების, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო ასპექტების საკითხებში.  1991 წლიდან დღემდე არის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანადირექტორი. მას აქვს ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუტების, როგორიც არის საქართველოს პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და მრავალი სხვა, კონსულტირების ხანგრძლივი გამოცდილება. ნათელა სახოკია თანამშრომლობდა მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციათან – მაგალითად, UNDP, UNICEF, EU,  USAID. ის მუდმივად მუშაობს განათლების სისტემის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით, აქვს პუბლიკაციები განათლების საკითხებზე.

    ქალბატონი ნათელა სახოკია განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინტიტუტს 2019 წლის მარტში შემოუერთდა.