განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტიმონაწილეობს იუნესკოსგლობალურიგანათლებისმონიტორინგის ანგარიშის(GEM Report)შემუშავებაში. იუნესკოს ანგარიშიწარმოადგენსგლობალურსაზოგადოებრივ სიკეთეს, რომელიც ემსახურება მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას (SDG4: ხარისხიანი განათლება). 2002 წელს დაარსებულიგლობალურიგანათლებისმონიტორინგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ანგარიშს, რომელის შედეგებსაციუნესკოპერიოდულად აქვეყნებს. 2024/25 წლებში ანგარიშიფოკუსირებული იქნებალიდერობასადა განათლებაზე.სკოლის ლიდერობა განათლების ხარისხისა და თანასწორობის ცენტრშია, ამიტომაც ცენტრალური და აღმოსავლეთევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში ფოკუსირებულია სკოლის ლიდერობასა და ინკლუზიის თემაზე, განსაკუთრებული აქცენტით სკოლის ინკლუზიური ლიდერობის პრაქტიკაზე. იგი დაეფუძნება ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ესტონეთში, საქართველოში, ყირგიზეთში, მოლდოვასა და სლოვენიაში ჩატარებულ ყოვლისმომცველ კვლევის შედეგებს, რომელიც მიზნად ისახავს პასუხის გაცემას კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს რეგიონის სკოლების ხელმძღვანელობა ინკლუზიას და როგორ. კვლევა შეისწავლის საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის პრაქტიკას სკოლის ლიდერობის როლებთან და სტანდარტებთან მიმართებაში; სკოლების ლიდერების შერჩევის, მომზადებისა და განვითარების პოლიტიკას და ასევე წარმოაჩენს ინკლუზიური ლიდერობის პრაქტიკას რეგიონში. ანგარიშის მიზანია გამოავლინოს სკოლის ლიდერების საჭიროებები ინკლუზიასთან დაკავშირებით. საქართველოში კვლევას განახორციელებს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.