გამოყენებითი პოლიტიკისა და კეთილსინდისიერების ცენტრმა (CAPI) და განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელმა (NEPC) გამოაქვეყნეს ახალი ერთობლივი ანგარიში სკოლებში კეთილსინდისიერების შესახებ ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას, რომელიც მომზადდა საერთაშორისო პროექტის კეთილსინიდისიერება განათლების სისტემაში“ ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდების განათლების მხარდაჭერის პროგრამის თანადგომით.

ანგარიში აღწერს იმ მტკიცებულებებს და ქვეყანათა შორის მიგნებებს, რომლებიც გამოვლინდა განათლების პოლიტიკის ინსტიტუტების ქსელის წევრი ოთხი ორგანიზაციის ადგილობრივად განხორციელებულ შეფასებებში. ეს ორგანიზაციები გახლავთ: განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), საქართველო; საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (FEIS), ყირგიზეთი; განათლების ცენტრი PRO DIDACTICA, მოლდოვა; მონღოლეთის საგანმანათლებლო ალიანსი (MEA).

ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ვებინარზე განიხილებოდა ორი საკითხი: არიან თუ არა დასახელებული ქვეყნების სასკოლო განათლებაში მონაწილე სუბიექტები ჩართული პრობლემურ პრაქტიკებში (კეთილსინდისიერების დარღვევა), რომელიც იწვევს გადაცდომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვისას განათლებაში და თუ კი, რა არის ის სტრუქტურული და სისტემური ხარვეზები, რომლებიც მოტივაციას უმაღლებს და ხელს უწყობს ასეთ გამოვლინებებს თვითოეულ ქვეყანასა და ქვეყნებს შორის. ვებინარზე წარმოდგენილ იქნა განათლების სექტორში  ადამიანური რესურსების მართვის და კერძო ფინანსური დონაციის გამოყენებისას კეთილსინდისიერების დარღვევების ანალიზის შედეგების მიმოხილვა.