განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს ახალ რეგიონულ პროექტში “სოციალური უთანასწორობა და კეთილსინდისიერება ურბანულ საჯარო სკოლებში ჩარიცხვისას”. პროექტის განხორციელება 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და საქართველოსთან ერთად მასში ჩართულია პარტნიორი ორგანიზაციები მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და რუსეთიდან.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება კვლევა, რომლის მიზანია კორუფციული და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკების, მიზეზების, რისკების და ხელმშემწყობი ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. კვლევის ანგარიში ასახავს ექვსი ქვეყნის სკოლებში მოსწავლეების ჩარიცხვის პოლიტიკს შესწავლის, არსებული პრაქტიკების დარუქების და კეთილსინდისიერების დარღვევების  რისკ-ანალიზის შედეგებს.