საკითხის შესწავლა განხორციელდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 8 აპრილის პერიოდში.  შესწავლის პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 6 იანვრიდან 8 აპრილამდე პერიოდს. შესწავლის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ 2018 წლის ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილებები განათლების ხარისხის განვითარების, უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლებისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში, რომლებიც ეხება ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების,  საერთაშორისო მობილობის ზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე კვალიფიკაციისა და კომპეტენციის აღიარების მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობას.

კვლევიდან იკვეთება, რომ ასოცირების შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, 2017 წლის 22 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციის  – მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის „კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2017/C 189/03) შესრულების პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ხარვეზებით, რაც აფერხებს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას. კანონით განსაზღვრული არც ერთი ნორმატიული დოკუმენტი არ არის დამტკიცებული, რაც მიუთითებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების დარღვევაზე.

კვლევაში მოცემულია ინსტიტუტის რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც უზრუნველყოფს მომავალში კანონდარღვევის რისკის თავიდან აცილებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.

კვლევის დოკუმენტი