განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი პროექტებსა და მომსახურებას საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ახორციელებს მაღალი რანგის, კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით. ამ მიზნით ინსტიტუტი ავითარებს ექსპერტთა კორპუსს, რომლის წევრებსაც ირჩევს, მართავს და აფასებს ინსტიტუტის მმართველი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესითა და პროცედურებით.

ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის მიზნებია:

ა) ინსტიტუტის მიერ პროგრამების, პროექტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებისას თანმიმდევრული და სამუშაოს შესრულების ხარისხის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, აგრეთვე ექსპერტთა საქმიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ბ) ინსტიტუტის მიერ საგანმანათლებლო და სხვა სერვისების მიწოდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე ექსპერტთა კორპუსის წევრების შერჩევისთვის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და პროცედურის ჩამოყალიბებით;

გ) „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად, ობიექტური და განვითარებაზე ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

დ) ევროპასთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების და მათი შესრულების შესახებ კვალიფიციური ანალიტიკური და ექსპერტული საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა;

ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ მიერ განხორციელებული პროგრამების, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით

დოკუმენტი განსაზღვრავს განათლების სხვადასხვა ქვესისტემებში (ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების), პროექტებსა და მომსახურებაში ჩართულ ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სტუდენტი და დამსაქმებელი ექსპერტების ჩართულობას.

წესის თანახმად განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი იწვევს ექსპერტობის მსურველებს.  ექსპერტთა კორპუსის წევრებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტებში და სხვადასხვა ღონისძიებებში.

ექსპერტთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ ინფომრაცია განთავსებულია ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.eppm.org.ge . დეტალებთან დაკავშირებით  ინფომრაციის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ  მისამართზე: info@eppm.org.ge ან დაგვირეკეთ 032 2 234433