ბიზნეს ლიდერთა ფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლა
საინფორმაციო შეხვედრას „განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის
საერთაშორისო ინსტიტუტის“ პრეზიდენტთან – თამარ სანიკიძესთან და წევრებთან.
განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის
მისიაა, სხვადასხვა კვლევებითა და ანალიზით, ხელი შეუწყოს საქართველოში
განათლების რეფორმის განხორციელებას, რომელიც დაეყრდნობა ღია
საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესების
შესახებ სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება,
სახელმწიფოს მიერ რეფორმის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე
ღონისძიებების ანალიზი.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლებისა და ახალი
სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზე, რომელთა ათვისების შედეგად კერძო
სექტორს ბევრი კვალიფიციური კადრი შეემატება, რაც, თავისთავად, ბიზნესის
განვითარებას შეუწყობს ხელს.
განხილული იქნა კურსდამთავრებულთა სხვადასხვა სექტორში დასაქმების
მაჩვენებლები, რომელიც უკანასკნელი წლების მანძილზე, რეფორმის
კვალდაკვალ, საგრძნობლად გაიზარდა. ბიზნესის წარმომადგენლებს მიეწოდათ
ინფორმაცია პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლის ჩართვის გზებთან და
მექანიზმებთან დაკავშირებით. განხილული იქნა კერძო და საჯარა
პარტნიორობის მოდელები და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი.
შესაბამისად მხარეებმა განიხილეს ამ მიმართულებით დამსაქმებელთა კიდევ
უფრო დაინტერესებისა და გააქტიურების პერსპექტივები.