• ორშ – პარ :10:00 – 18:00
  • + 995 322 23 44 33
  • info@eppm.org.ge
  • Archives for სიახლეები

    უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში

    2013 წლის ივნისიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) ახორციელებს პროექტს“უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში:რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლათფორმის ჩამოყალიბება” ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირების და სექტორის გარდაქმნის სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით. პროექტის ინიცირებასა და განხორციელებაში ჩართულნი არიან:

    • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS);
    • TEMPUS ეროვნული ოფისი;
    • საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE);
    • ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის რეგიონული პროგრამა.

    აღნიშნული ორგანიზაციები ერთიანდებიან პროექტის მართვის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში.

     

    პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო.”

    დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

    Read more

    პროექტის ფინალური კონფერენცია

    2012 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ხაშურში ჩატარდა პროექტის თემის მობილიზაციის მოდელისდანერგვა ბუნების დაცვისსაკითხების ირგვლივ შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ ინსტიტუტის, მონაწილე სკოლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციამ შეაჯამა პროექტის მიღწეული შედეგები და განიხილა ამ შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები. პროექტიგანხორციელდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის(MATRAფინანსური მხარდაჭერით.

    Read more

    უმაღლესი განათლების გავლენა სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში

    2012 წლის ოქტომბრიდან განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, ახალი პროექტის ფარგლებში, შეისწავლის უმაღლესი განათლების გავლენას სამუშაო ძალის ფორმირებაზე საქართველოში.

    პროექტის მიზანი და ამოცანები

    პროექტის მიზანია, გააფართოვოს არსებული ცოდნა საქართველოში უმაღლესი განათლებისა და დასაქმების ტენდენციების ურთიერთკავშირის შესახებ უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმის კონტექსტში და შეიმუშავოს  რეკომენდაციები უმაღლეს განათლებასა და დასაქმების ბაზარს შორის ურთიერთკავშირის ეფექტურობის გაზრდისათვის.

    პროექტის სპეციფიური ამოცანებია:

    ა)         უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის რეფორმისშემდგომი პერიოდის  კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარზე ინტეგრირების ტენდენციების შესწავლა;

    • საქართველოს მოსახლეობის  იმ კოჰორტის დასაქმების მაჩვენებლების აღწერა, რომელმაც უმაღლესი განათლება 2004 წლის შემდგომ პერიოდში მიიღო;
    • მოცემულ კოჰორტაში დასაქმების მაჩვენებლების გაანალიზება სქესის, ეკონომიკური და სოციალური სტატუსის მიხედვით;
    • უმაღლესი განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლა სხვადასხვა სპეციალობებისათვის (ურთიერთკავშირი უმაღლეს განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასა და შემოსავალს შორის);
    • უმაღლესი განათლების ეფექტის განსაზღვრა დასაქმების ალბათობაზე (სხვა ფაქტორებთან შედარებით);
    • საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლა უმაღლესი განათლების ხარისხის მიმართ;

    ბ)         რეკომენდაციების შემუშავება სამუშაო ძალის ფორმირებისა და გამოყენების სტრატეგიის გაუმჯობესებისათვის;

    გ)         საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზაცია რეკომენდაციების პაკეტის განხორციელებისათვის.

    კონტექსტი

    დასაქმება და მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა  საქართველოში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რასაც ბოლო პერიოდში განხორციელებული კვლევებიც ადასტურებს. 2012 წლის ივნისში NDI-ს მიერ  ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 60% დასაქმებას ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს ქვეყანაში, ხოლო მათგან 70% ამჟამად უმუშევარია.  ამ კვლევის შედეგები, აგრეთვე, ემთხვევა 2011 წელს G-PAC -ის მიერ განხორციელებული კვლევის დასკვნებს, სადაც გამოკითხულთა 70%  უმუშევრობას  ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, ხოლო 60% თვლის, რომ არასამთავრობო სექტორმა უფრო ინტენსიურად უნდა იმუშავოს ამ საკითხზე.

    დასაქმების თემას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს პოლიტიკურ დისკურსშიც. ეს საკითხი გაშუქებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამებში და ასახულია საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში. უმუშევრობის პრობლემატიკაზე სამუშაოდ შესაბამისი სამინისტროც კი შეიქმნა.

    დასაქმების თემის აქტუალურობის მიუხედავად, საქართველოს ჯერ არ აქვს შემუშავებული დეტალური სამოქმედო გეგმა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად. შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს დასაქმების ტენდენციების და ამ ტენდენციებზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორების შესახებ სარწმუნო ემპირიული მონაცემების მოძიების საჭიროება.

    განათლება ზოგადად და უმაღლესი განათლება კონკრეტულად ადამიანური კაპიტალის ფორმირების უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად მოიაზრება.  სხვადასხვა კონტექსტში განათლების უკუგების მაჩვენებლების გამოთვლას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კვლევა ეძღვნება.  სხვა სიტყვებით, მეცნიერები და პოლიტიკოსები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ მოქმედებს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები უმაღლეს განათლებაში კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე? ეს საკითხი ნაკლებად არის შესწავლილი საქართველოში.

    2004 წლიდან საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორში გატარებული რეფორმების ფონზე ეს თემა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, რადგან უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანს უმაღლესი განათლების სამუშაო ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

    Read more

    პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის მზაობის ხარისხის შესწავლა

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით პროექტის „ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში“ ფარგლებში განახორციელა კვლევა პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური განათლების დანერგვისათვის მზაობის ხარისხის დასადგენად.  ანგარიში

    Read more

    განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესწავლა საქართველოში.

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, ღია საზოგადოების ინსტიტუტის განათლების მხარდამჭერი პროგრამის დაფინანსებით, განახორციელა განათლების ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესწავლა საქართველოში.
    ანგარიში (ინგლ.) (ქართ.) 

    Read more

    პროექტის „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია

    2012 წლის 26 იანვარს გაიმართა პროექტის „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია. პროექტი განახორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
    კვლევის ანგარიში 

    Read more

    ინსტიტუტმა შეისწავლა კერძო რეპეტიტორობის ფენომენი საქართველოში

    განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „კერძო რეპეტიტორობის ფენომენის შესწავლა საქართველოში“.პროექტის ფარგლებში განხორციელდა კერძო რეპეტიტორობის პრაქტიკის შესწავლა და ანალიზი. კვლევის შედეგები წარმოდგენილია კვლევის ანგარიშის სახით.

    პროექტს ანგარიში

    Read more

    ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა

    ინსტიტუტმა განახორციელა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწავლა. მდგრადი განვითარების თემის ასახვის მოცულობის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები არსებულ სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარების საკითხების კიდევ უფრო აქტიური დანერგვისათვის. კვლევა აგრეთვე მიმოიხილავს მდგრადი განვითარების შინაარს საგნობრივ სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში, რათა უფრო ზუსტი მონაცემები გვქონდეს თუ როგორ მიეწოდება ეროვნული გეგმის ელემენტები მოსწავლეებს. კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულ პროექტში ადვოკატირების კამპანიის

    კვლევის ანგარიში

    Read more

    განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში

    2011 წლის 1 ივლისიდან განათლებისპოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვისსაერთაშორისო ინსტიტუტი, ღიასაზოგადოების ინსტიტუტისგანათლების მხარდამჭერი პროგრამისდაფინანსებით, იწყებს პროექტისგანათლების ხელმისაწვდომობასაქართველოში განხორციელებას.
    პროექტის შესახებ ინფორმაციაშეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

    Read more

    დასაქმებული სტუდენტების ხელშეწყობის პოლიტიკა

    ინსტიტუტმა დაასრულა კვლევა დასაქმებული სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხარისხთან დაკავშირებით. პროექტი დააფინანსა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა. კვლევის ანგარიშები იხილეთ ბმულში

    Read more